თელავის სპორტის სასახლეში 19 მარტს ხელბურთელ ვაჟთა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები ისრაელის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ თელავში შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:
ზურაბ ცინცაძე (12), დავით ნიქაბაძე (87), გიორგი ლაპიაშვილი (3), ვახტანგ ხელისუფალი (5), ხაზეინ რუსტამოვი (7), ვახტანგ ხარებაშვილი (8), გიორგი არეშიძე (9), ირაკლი კბილაშვილი (10), გიორგი ცხოვრებაძე (11), ნიკოლოზ ბიბლაია (26), ნიკოლოზ კალანდაძე (27), დავით გრიშიკაშვილი (28), ლუკა ლანჩავა (33), ლევან იმნაძე (35), საბა ბუიგლიშვილი (52), ნიკოლოზ მამულაშვილი (55), გიორგი დიხამინჯია(71), მირიან გავაშელიშვილი (34)
ტრავმების გამო გუნდს, სამწუხაროდ, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ერეკლე არსენაშვილი და ზურაბგოგავა დააკლდებიან.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩიც თელავში 21 მარტს 16 საათიდან გაიმართება.