საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოგზავნოთ 22 მარტის ჩათვლით. მითითებული ბმულის გამოყენებით ატვირთეთ მედია ორგანიზაციის ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნული იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. აკრედიტაციის მოთხოვნაზე პასუხს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 24 მარტის ჩათვლით მიიღებთ.
- მედია ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნა არ განიხილება