ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “გურამ კაშია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისური სცმია. ის იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის — თუ რას ნიშნავს იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სიამაყით ატარებდე შენი ქვეყნის მაისურს და უკაპიტნო შენს ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე.
მთელი ფეხბურთის ფედერაციის სახელით, უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. ვამაყობ, რომ გურამთან ერთად მომიწია თამაში, შემდეგ კი, ჩვენი ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული წევრი იყო. ყოველთვის მადლიერები ვიქნებით. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა შენთვის და, როდესაც გადაწყვეტ, რომ მზად ხარ, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ გააგრძელებ იმ საქმეში მოღვაწეობას, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურე და შენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთე. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებ საქართველოსთვის”.