წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეორედ მოიგო და მეშვიდე ადგილზეა, თელავი კი ბოლო ადგილზე დარჩა. თელაველებს 12 ტურია არ გაუმარჯვიათ და ამ 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.
მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი ვნახეთ. მე-20 წამზე სამგურალი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა დაბალი დარტყმით.
თელაველებმა მე-15 წუთზე გაათანაბრეს, როცა ნიკა ცეცხლაძემ გამოზომილი დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა ნოდარ ყალიჩავას – 1:1.
თუმცა პირველივე ტაიმში ფანცუალაიამ მეორედ დააწინაურა სტუმრები. გიორგი ფანცულაიამ ტექნიკურად დაასრულა კონტრშეტევა, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ფანცულაიას დუბლი… ორივეჯერ ლუკა ხორხელის პასით გაიტანა. გიორგის მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 7 გოლი მოუგროვდა.
მეორე ტაიმის შუაში ანგარიში 1:3 გახდა. სამგურალმა ბრაზილიური გოლი მიითვალა: ჯეფერსონ ჯერალდოს პასით ვინისიუსმა გაიტანა…