გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის ფრიად ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენმა ფეხბურთელებმა 7 გოლი გაიტანეს და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს…
პარასკევი
ირანი (Persian Gulf Pro League). სეპაჰანი (გიორგი გველესიანი) – ხეიბარი 1:0. გველესიანი განაცხადში არ ყოფილა.
ბულგარეთი (efbet League). მონტანა – ცსკა 1948 (ლაშა დვალი) 0:1. დვალმა შეუცვლელად ითამაშა.
ბოსნია (WWIN Liga BiH). რუდარი (დემეტრე გვასალია) – შიროკი ბრიგი 1:2. გვასალიამ შეუცვლელად ითამაშა, საგოლე პასი შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა. ეს ფოთის “კოლხეთის” ყოფილი შემტევის მეორე შედეგიანი მოქმედებაა მიმდინარე სეზონში. აქამდე, მის ანგარიშზე ერთი გოლი იყო.
გერმანია (Regionalliga / Nordost). ჰერტა II (შალვა ოგბაიძე) – გრაიფსვალდი გადაიდო.
ნიდერლანდები (Eredivisie). ბრედა – ექსელსიორი (ირაკლი ეგოიანი) 0:2. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევის მიერ 33-ე წუთზე გატანილი “მაკრატელა” უთუოდ მოხვდება ნიდერლანდური სეზონის შედევრებს შორის და საუკეთესო გოლზეც ექნება პრეტენზია.
ამ გოლმა დიდწილად გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. ეგოიანმა სეზონის მონაგარი 4-მდე გაზარდა (პლუს 2 საგოლე პასი). ითამაშა შეუცვლელად. შეფასებები: Flashscore – 7,5; Sofascore – 8,1 (საუკეთესო ორივე გუნდში).
პოლონეთი (Ekstraklasa). ლეხია – კრაკოვია (ოთარ კაკაბაძე) 1:1. კაკაბაძე ტრავმირებულია.
ესპანეთი (LaLiga2). ლეგანესი – გრანადა (ლუკა გაგნიძე) 1:0. გაგნიძე სათადარიგო იყო.
საფრანგეთი (Ligue 1). მეცი (გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი) – ლილი 0:0. “მეცმა” ქულები დააკარგვინა კრიზისში მყოფ “ლილს” და ცოტა რომ გამართლებოდა, იქნებ მოეგო კიდეც. ჯერჯერობით კი, ვითარება მძიმეა.
ევროპის ტოპლიგის მატჩში სამმა ქართველმა ითამაშა – თან სამმა გიორგიმ. წიტაიშვილი (Flashscore – 6,6; Sofascore – 7,2; Whoscored – 6,5) სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის შეცვალა “მეცის” დებიუტანტმა ქვილითაიამ (Sofascore – 6,5; Whoscored – 6,1), რომელმაც მხოლოდ დამატებულ წუთებზე ითამაშა და ხეირიანად ბურთთან შეხებაც ვერ მოასწრო.
სამაგიეროდ, 62-ე წუთიდან თამაშში აქტიურად ჩაერთო აბუაშვილი (Flashscore – 6,8; Sofascore – 6,7; Whoscored – 6,4), რომელიც შეტევებსაც ამწვავებდა და თავადაც შეეძლო გატანა – უბრალოდ, უკეთესად დარტყმა მართებდა.
შაბათი
გერმანია (2. Bundesliga). პადერბორნი – ნიურნბერგი (ლუკა ლოჩოშვილი) 2:1. მატჩის 75-ე წუთზე, როცა ანგარიში იყო 2:0, ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა და “ნიურნბერგი” თამაშში “დააბრუნა” – კუთხურის შემდეგ ბურთს კარისკენ შეუცვალა მიმართულება.
ბავარიელებმა მეტი ვეღარ შეძლეს და ერთ-ერთ ლიდერთან დამარცხდნენ. ლოჩოშვილი (შეუცვლელად ითამაშა) კი, ისევე, როგორც სხვა შეხვედრებში, ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში და მაღალი შეფასებები მხოლოდ გოლის გამო არ მიუღია: Flashscore – 7,8; Sofascore – 8,1; Whoscored – 8,0.
ინგლისი (Championship). საუთჰემპტონი – უოტფორდი (საბა, გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე) 1:0. უიღბლო აღმოჩნდა გოგლიჩიძის დებიუტი – 70-ე წუთზე შესულმა, იმავე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ვერ შეძლო კაილი ლარინის განეიტრალება და “საუთჰემპტონმა” გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვერ დავდებთ თავს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სათამაშო პრაქტიკის არმქონე დებიუტანტის შეყვანა გასვლით მატჩში და თან 0:0-ზე… თუმცა დარჩენილ დროში საბა დამაჯერებლად გამოიყურებოდა. შეფასებები: Flashscore – 7,1; Sofascore – 6,7; Whoscored – 6,6.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილება მიიღო და ერთ მომენტში მისი პასით პარტნიორს გატანაც შეეძლო. შეფასებები: Flashscore – 6,4; Sofascore – 6,6; Whoscored – 6,2.
პოლონეთი (Ekstraklasa). არკა (თორნიკე გაფრინდაშვილი) – ლეგია 2:2. გაფრინდაშვილმა 63-ე წუთამდე ითამაშა. შეფასება – 6,5.
ჩეხეთი (Chance Liga). იაბლონეცი (ვახტანგ ჭანტურიშვილი) – სლოვაცკო 0:0. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 7,2.
იტალია (Serie B). ფროზინონე (გიორგი კვერნაძე) – ვენეცია 1:2. კვერნაძემ, რომლის მიერ 21-ე ტურში “რეჯანას” კარში გატანილი გოლი იანვარში საუკეთესოდ აღიარეს, ამჯერად რთული მდგომარეობიდან საგოლე პასი მიითვალა და პირველი ტაიმის ბოლოს “ფროზინონე” დაწინაურდა ლიდერთან უმნიშვნელოვანეს მატჩში.
ეს კვერნაძის მე-3 შედეგიანი გადაცემა გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. თუმცა ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, დამარცხდა და პირველ ადგილზე მყოფ “ვენეციას” 4 ქულით ჩამორჩა. ქართველი შემტევი 79-ე წუთზე შეცვალეს. შეფასებები: Flashscore – 7,1; Sofascore – 8,1 (საუკეთესო თავის გუნდში).
კარარეზე (დაჩი ლორთქიფანიძე) – სუდტიროლი 0:0. ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო.
გერმანია (Bundesliga). ჰაიდენჰაიმი (ბუდუ ზივზივაძე) – ჰამბურგი (გიორგი გოჩოლეიშვილი) 0:2. ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ზივზივაძემ. ის 64-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, ხოლო მე-80 წუთიდან უკვე ორი ქართველი იყო მოედანზე – შეცვლაზე შევიდა გოჩოლეიშვილიც. ზივზივაძის შეფასებები: Flashscore – 6,2; Sofascore – 6,3; Whoscored – 6,0. გოჩოლეიშვილის შეფასებები: Flashscore – 6,5; Sofascore – 7,1; Whoscored – 6,6.
სლოვაკეთი (Nike Liga). ტრენჩინი (გია ნადარეიშვილი) – პოდბრეზოვა (ლუკა სილაგაძე) 0:4. დამარცხებულთა შორის ნადარეიშვილი სათადარიგო იყო, ხოლო გამარჯვებულთა რიგებში სილაგაძემ 56-ე წუთამდე ითამაშა და სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასიც შეასრულა. შეფასება – 7,9.
კვიპროსი (Cyprus League). პარალიმნი (ზურაბ მუსელიანი) – ახნასი 0:2. მუსელიანმა გაფრთხილება მიიღო და 69-ე წუთამდე ითამაშა.
უნგრეთი (fizz liga NB I). ფერენცვაროში – უიპეშტი (დავით კობოური, გიორგი ბერიძე) 3:0. ბერიძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. შეფასება – 6,2. კობოური განაცხადში არ ყოფილა.
ისრაელი (Ligat ha’Al). ჰაპოელ ჰაიფა (სანდრო ალთუნაშვილი) – აშდოდი 0:2. ალთუნაშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 7,6.
სლოვაკეთი (Nike Liga). დუნაისკა სტრედა (ცოტნე კაპანაძე, გიორგი გაგუა) – სლოვანი (გურამ კაშია) 0:3. დამარცხებულთა შორის კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 5,9. გაგუა განაცხადში არ ყოფილა. გამარჯვებულთა რიგებში კაშია სათადარიგო იყო.
ისრაელი (Ligat ha’Al). მაკაბი ნეთანია (საბა ხვადაგიანი) – კირიათ შმონა 1:1. ხვადაგიანი ტრავმირებულია.
საბერძნეთი (Super League). კიფისია – ატრომიტოსი (ლუკა გუგეშაშვილი) 1:0. გუგეშაშვილი სათადარიგო იყო.
პორტუგალია (Liga Portugal). ეშტორილი (ნოდარ ლომინაძე) – ტონდელა 2:2. ლომინაძე სათადარიგო იყო.
საფრანგეთი (Ligue 2). სენტ ეტიენი (ზურიკო დავითაშვილი) – მონპელიე 1:0. დავითაშვილმა თითქმის მთელი მატჩი ითამაშა და მცირე ტრავმის გამო, მეორე დამატებულ წუთზე დატოვა მოედანი. აქტიური იყო და გოლის გატანაც შეეძლო. მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდა მცველებს. შეფასებები: Flashscore – 7,4; Sofascore – 7,0.
იტალია (Serie A). ფიორენტინა – ტორინო (საბა საზონოვი) 2:2. საზონოვი განაცხადში არ ყოფილა.
კვირა
პოლონეთი (Ekstraklasa). პოგონი – ტერმალიცა (დიეგო დეისაძე) 1:1. დეისაძე განაცხადში არ ყოფილა.
საბერძნეთი (Super League). პანსერაიკოსი (ივა გელაშვილი) – აეკ 0:4. 69-ე წუთზე გელაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. შეფასება – 6,8.
აზერბაიჯანი (Premier League). სუმგაითი – ზირა (დავით ვოლკოვი, გიორგი პაპუნაშვილი) 2:3. “ზირამ” ქართველების დიდი ძალისხმევის წყალობით გაიმარჯვა. 24-ე წუთზე ბრწყინვალე შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა ვოლკოვმა, რომელმაც ამ სეზონის მონაგარი 4-მდე აიყვანა. ერთი ნაკლები აქვს გატანილი პაპუნაშვილს, რომელმაც 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, თამაშში კი 66-ე წუთიდან ჩაერთო. ვოლკოვმა ძირითად შემადგენლობაში 72 წუთი დაჰყო.
ჩეხეთი (Chance Liga). ბოჰემიანსი – პარდუბიცე (ლუკა ხარატიშვილი) 1:2. ხარატიშვილი სათადარიგო იყო.
სლოვაკეთი (Nike Liga). ჟილინა (ალექსანდრე ნარიმანიძე) – კომარნო 1:0. ნარიმანიძე სათადარიგო იყო.
ბელგია (Jupiler Pro League). სტ. ჟილუაზი (გიორგი ყავლაშვილი) – ლა ლუვიერი 2:1. ყავლაშვილი სათადარიგო იყო.
საბერძნეთი (Super League). ოფი (ლევან შენგელია) – ლევადიაკოსი 3:2. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა და 76-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ამასთან, პირველ ტაიმში მიიღო ყვითელი ბარათი. შეფასება – 7,6. ეს შენგელიას პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
ესპანეთი (LaLiga2). კადისი (იური ტაბატაძე) – ალმერია 1:2. ტაბატაძე ტრავმირებულია.
შვეიცარია (Super League). ლოზანა (გაბრიელ სიგუა) – სენტ გალენი 1:1. სიგუა განაცხადში არ ყოფილა.
ავსტრია (Bundesliga). შტურმი (ოთარ კიტეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი) – რიდი 1:0. მასპინძელთა გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე კიტეიშვილის პასით გავიდა. ეს მისი მე-3 საგოლე გადაცემაა მიმდინარე სეზონში. ითამაშა შეუცვლელად. შეფასება – 6,9. 76-ე წუთზე შედგა გიზო მამაგეიშვილის ოფიციალური დებიუტი “შტურმის” მაისურით. შეფასება – 6,6.
კვიპროსი (Cyprus League). აპოლონი – ოლიმპიაკოსი (რევაზ ინჯგია) 3:1. ინჯგია სათადარიგო იყო.
უნგრეთი (fizz liga NB I). ნირედიჰაზა – მტკ (ილია ბერიაშვილი) 4:2. ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6,8.
ინგლისი (Premier League). ლივერპული (გიორგი მამარდაშვილი) – მანჩესტერ სიტი 1:2. მამარდაშვილი სათადარიგო იყო.
ხორვატია (HNL). რიეკა (თორნიკე მორჩილაძე) – დინამო ზაგრები 0:0. მორჩილაძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. შეფასება – 6,5.
სლოვაკეთი (Nike Liga). მიხალოვცე (თორნიკე ძოწენიძე) – ტრნავა (გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ხორხელი) 1:1. მასპინძელთა შორის ძოწენიძემ შეუცვლელად ითამაშა (შეფასება – 7,2). სტუმართა შორის მოისწრაფიშვილმა სრული მეორე ტაიმი ჩაატარა (შეფასება – 5,8), ხოლო ხორხელი 81-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
საფრანგეთი (Ligue 1). პსჟ (ხვიჩა კვარაცხელია) – მარსელი 5:0. კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება ეფექტური გოლით აღნიშნა. ის 62-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ოთხიოდ დემბელესგან მიიღო პასი, მარჯვენა გარემარბის პოზიციიდან ჰაერშივე ამოსცხო ბურთს და შორეულ დაბალ კუთხეში დააჭედა. იყო შანსი, საგოლე პასიც გაეფორმებინა.
ეს კვარაცხელიას მე-4 გოლია (პლუს 3 საგოლე პასი) მიმდინარე ლიგა 1-ში. შეფასებები: Flashscore – 7,6; Sofascore – 7,5; Whoscored – 7,7.
ორშაბათი
აზერბაიჯანი (Premier League). იმისლი – ქიაფაზი (მათე აბულაძე) 0:0. აბულაძემ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.
თურქეთი (1. Lig). საკარიასპორი – ერზურუმსპორი (გურამ გიორბელიძე) 0:1. გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 7,1.
დანია (Superliga). ვეილე (ლუკა ლაცაბიძე, გიორგი ტაბატაძე) – ფრედერისია 2:3. ტაბატაძე განაცხადში არ ყოფილა, ლაცაბიძე სათადარიგო იყო.
პოლონეთი (Ekstraklasa). პიასტი – პლოცკი (ალექსანდრე კალანდაძე) 1:0. კალანდაძე სათადარიგო იყო.
რუმინეთი (Superliga). დინამო ბუქარესტი – უნივერსიტატეა (ანზორ მექვაბიშვილი) 1:1. მექვაბიშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს. შეფასება – 7,1.
ისრაელი (Ligat ha’Al). ბეერ შევა – ბეითარი (ლუკა გადრანი) 2:1. გადრანმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო. შეფასება – 6,0.
პორტუგალია (Liga Portugal). ფამალიკაუ (ოთარ მამაგეიშვილი) – აფს 3:1. მამაგეიშვილი სათადარიგო იყო.
ესპანეთი (LaLiga2). რასინგი (გიორგი გულიაშვილი) – მირანდესი 1:0. გულიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში 88 წუთი ითამაშა და ეს ძალიან გვახარებს. თუმცა ეტყობა, რომ ადაპტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და პარტნიორებთან ურთიერთგაგებაც ვერ არის იდეალური. მთავარია, საქართველოს ნაკრების შემტევს აქვს ნდობა და ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ გოლებს.
აუტსაიდერთან შეხვედრაში გიორგი აქტიური იყო, მუდმივად ეძებდა დასარტყმელ სივრცეს და მცველებს დაძაბულობაში ამყოფებდა. შეფასებები: Flashscore – 6,7; Sofascore – 6,1.
ესპანეთი (LaLiga). ვილიარეალი (გიორგი მიქაუტაძე) – ესპანიოლი 4:1. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. სწორედ ის იყო “ვილიარეალის” შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი სულიჩამდგმელი. ანგარიში სწორედ მიქაუტაძის ეფექტური გოლით გაიხსნა, როცა პარტნიორის პასს მეკარის საჯარიმოს ხაზთან დახვდა და ნახევარბრუნში გაიტანა.
მეორე ტაიმში კი საგოლე პასიც მიითვალა, პლუს ამას, მის წინააღმდეგ “ესპანიოლის” ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. ახლა მიქაუატაძის საჩემპიონატო აქტივში 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. შეცვალეს 73-ე წუთზე წუთზე. გულშემატკივარებმა და მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა აპლოდისმენტები არ დაიშურეს. შეფასებები: Flashscore – 8,5; Sofascore – 8,7; Whoscored – 8,5.
პორტუგალია (Liga Portugal). პორტუ – სპორტინგი (გიორგი ქოჩორაშვილი) 1:1. ქოჩორაშვილი განაცხადში არ ყოფილა.