Sport Stat

ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ჩემპიონმა თბილისის იბერია 1999-მა გორის დილას 1:0 მოუგო. იბერია 1999 1:0 დილა მოქმედი ჩემპიონისა და მეორეადგილოსნის დაპირისპირება ვნახეთ. და როგორც წინა სეზონის ოთხივე შეხვედრაში, ამჯერადაც იბერია 1999-მა მოიგო. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე იბერიელთა კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა პენალტით. ეს პენალტი კი ნიკოლოზ დადიანმა გამოიმუშავა. მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ…

მეტი...

საბერძნეთი 3:0 საქართველო

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა.  ჰერაკლიონში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.  საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 აპრილს, ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. 

მეტი...

საქართველოს თასზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

საქართვეოს ფუტსალის თასის გათამაშების 1/8 ფინალურ მატჩებში იმ გუნდების ვინაობა გაირკვა, რომლებიც 1/4 ფნალში იასპარეებენ. პსპ, დინამო თბილისი, დუშეთი, თსუ, ბსსა, ქუთაისი, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი და კსუ – თასისთვის ბრძოლას ეს გუნდები გააგრძელებენ. დაძაბულ ბრძოლაში, თასის გათამაშებას ერთ-ერთი ფავორიტი, არმია გამოეთიშა. სენსაცია ან მოულოდნელობა, ამჯერად არ ყოფილა და სჯობს დეტალური მიმოხილვისთვის, მატჩების თანმიმდევრობას მივყვეთ. ევროპის…

მეტი...

FIFA TDS – ქუთაისის აკადემიის მთავარი მწვრთნელი კირან ტონერი იქნება

საქართველოში ფიფას ტალანტების განვითარების პროგრამის (FIFA TDS) ამოქმედების ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ სფფ-ის გენედალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი და სფფ-ის აკადემიების სპორტულის მიმართულების ხელმძღვანელი ზვიად ჯელაძე. ასევე ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონული კოორდინატორი მარიანს პაჰარსი, ფიფას ტალანტების აღმოჩენის გლობალური ხელმძღვანელი სტეფენ მოროუ და მწვრთნელი კირან…

მეტი...

გვახსოვს ჯადოსნური 6 სექტემბერი, შოუ უნდა გაგრძელდეს!

2018 წლის 6 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება. მაშინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყაზახეთში ვიყავი მივლინებით. იწყებოდა ჩვენთვის და მთელი საფეხბურთო ევროპისთვის სრულიად ახალი ტურნირი – ერთა ლიგა.  აბა, მაშინ რა ვიცოდით, თუ ეს ახალი შეჯიბრება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს სიხარულს მოგვიტანდა, მაგრამ გამარჯვების იმედი კი გვქონდა კერკეტ მასპინძლებთან…  სიმართლე ითქვას, პირადად ჩემთვის ამ შეხვედრას დამატებითი…

მეტი...

ლამაზი გამარჯვება დანიასთან, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლეულია!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიას უმასპინძლა და ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ, კვლავ 89 ქულა ჩაუგდო, ოღონდ, თავად 11-ით ნაკლები მიიღო – 89:60. დანიასთან მეორე გამარჯვება საკმარისი იყო შემდგომ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასასვლელად. მთელი რიგ ეპიზოდებში ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მაღალი დონის კალათბურთი აჩვენა და იმედი დაგვიტოვა, რომ უფრო წინაც წავალთ… ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი –…

მეტი...

ალექსანდარ ჯიკიჩი დანიასთან მატჩის შემდეგ: “…მე მას ორი წელია ვიცნობ და გულწრფელად ვიტყვი, რომ მისი პროგრესის ტემპით უკმაყოფილო ვარ”…

დანიასთან საშინაო გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, თამაში შეაფასა: “მიზანს მივაღწიეთ და ეს არ ყოფილა მარტივი. გვინდა, ყოველი მომდევნო მატჩი, რაც შეიძლება, მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რესურსი პროგრესისთვის ჯერ კიდევ არის. მადლობელი ვარ თითოეული მოთამაშის. მერკვილაძეს დრო მივეცით და თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა, მჯერა, მეტიც შეუძლია.  ხატიაშვილის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაცია….

მეტი...

გორის “დილამ” ნიგერიელი ნახევარმცველი აიყვანა

20 წლის ნიგერიელი ცენტრალური ნახევარმცველი მალიკ ოლატუნჯი “დილას” ფეხბურთელია. მალიკმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, შემდეგ კი ჩეხური “სლავიას” (პრაღა) აკადემიაში ჩაირიცხა. “დილაში” გადმოსვლამდე ის ნორვეგიულ “სარპსბორგის” ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ნიგერიელი ფეხბურთელი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს. “დილაში” ხშირად ჩნდებიან საინტერესო ლეგიონერები და ოლატუნჯიც ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს. ვნახოთ…

მეტი...

“დილას” კიდევ ერთი ახალწვეული აფრიკიდან…

21 წლის კოტდივუარელი შემტევი ნახევარმცველი კლოდ ლუის კუაკუ “დილას” ფეხბურთელია. ის გორულ კლუბს ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” შეუერთდა. ახალგაზრდა ნახევარმცველს თამაში შეუძლია როგორც “ათიანის” პოზიციაზე, ასევე, ცენტრალურ და მარჯვენა ნახევარმცველად. კუაკუმ საკლუბო კარიერა სამშობლოში დაიწყო, რის შემდეგაც ისრაელის ჩემპიონატში, კერძოდ, “ბნეი იეჰუდასა” და “ჰაპოელ აკრეში” ასპარეზობდა, მერე კი ავსტრიის ბუნდესლიგაში გადაბარგდა. “დილამ” რამდენიმე საინტერესო ლეგიონერი შეიმატა ახალი სეზონის წინ…

მეტი...

მუსელიანი ახალწვეულია, შეყილაძე ტრავმირებულია…

ზურაბ მუსელიანი კარიერას “დილაში” გააგრძელებს, – ინფორმაციას გორული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 26 წლის შემტევი ბოლოს კვიპროსის უმაღლესი ლიგის ბინადარ ” პარალიმნიში” თამაშობდა. მუსელიანს შეუძლია თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე – შეტევის ორივე ფლანგზე. მან კარიერა “ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო, რის შემდეგაც ეროვნულ ლიგაში “შუქურასა” და “გაგრას” ღირსებს იცავდა შემდეგ კი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ – კვიპროსის, სამხრეთ…

მეტი...