Sport Stat

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ

გერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა, რომლებშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო 5-ში მონაწილეობს: ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ, რომლებმაც შარშან, თბილისში ჩატარებულ ევრობასკეტზე მე-8 ადგილი დაიკავეს. 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მე-3 წელია, A დივიზიონში ასპარეზობს. თბილისამდე ჩვენმა ნაკრებმა 2024 წელს ელიტარულ დივიზიონში საბერძნეთის ქალაქ ირაკლიონში იასპარეზა…

მეტი...

მარცხი დაძაბულ მატჩში | შერმადინი ტენერიფეში საუკეთესო იყო

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა ესპანურმა ტენერიფემ. გიორგი შერმადინის გუნდი კანარულ დერბიში სტუმრად გრან კანარიას ეთამაშა და 70:72 დამარცხდა. ტენერიფელთაგან საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 15 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.  შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრი – 28 წუთი დაყო და თამაშიდან შესრულებული 8 სროლიდან 7 გამოიყენა. ამასთან,…

მეტი...

17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩში მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით – 2:1 დამარცხდა.  შეხვედრაში ალექსანდრე კობახიძის გუნდიდან ერთადერთი გოლი ანდრია ბართიშვილმა 49-ე წუთზე, ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ მარცხით, ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. 17-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის…

მეტი...

ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია

სუპერლიგის გურჯაანში პარასკევს დაწყებული მე-3 ტური დღეს ბათუმში დასრულდა. ერთმანეთს 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა. ბათუმს, რომელსაც აქამდე 2-დან 2 გამარჯვება ჰქონდა, 3 მოგების მქონე კსუ-კავკასია ესტუმრა. ორივე გუნდმა კარგი სტარტი აიღო და შეხვედრასაც საკმაო ინტერესი ახლდა. გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის გამორჩეულ ფავორიტებში ეწერებოდა და ეს სტატუსი ბათუმელებს ერგოთ, რომლებმაც კსუ-კავკასია 12 ქულის სხვაობით – 76:64 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ბათუმმა…

მეტი...

იბერია 1999 პირველ ადგილზე დაბრუნდა, გაგრამ დინამო ბათუმს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური დაიწყო. ისევ შეიცვალა ლიდერი: იბერია 1999-მა დილას მოუგო. ექვსქულიანს რომ ეძახიან, ასეთი მატჩი იყო. მეორე შეხვედრაში კი გაგრამ დინამო ბათუმი  დიდი ანგარიშით დაამარცხა. ​​​​​​​იბერია 1999 2:1 დილა  ექვსქულიანს რომ ეძახიან, ამ რანგის მატჩი იყო. პირველ-მეორეზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ვნახეთ.  იბერია 1999 დაწინაურდა გიორგი ჯინჯოლავას ლამაზი გოლით. მარცხენა მცველმა შორიდან გაუტანა…

მეტი...

WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ჯგუფის მასპინძელ ყაზახეთის ასაკობრივ ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები ანანო წიქარიძის და ანასტასია ბუჩუკურის ანგარიშზეა.  საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ტატა მატვეევას გუნდი 27 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. 

მეტი...

17-წლამდე ნაკრებმა შესარჩევი ისლანდიასთან მარცხით დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი ისლანდიასთან მარცხით დაიწყო. ჩვენი გუნდი, ნომინალური სტუმრის სტატუსით, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, მეტოქესთან – 5:1 დამარცხდა. 17-წლამდელებიდან, ერთადერთი გოლი საბა ავდოვემა გაიტანა, რომელმაც პეტერსონის კარი შორეული დარტყმით აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს ალექსანდრე კობახიძის გუნდი, 30 ოქტომბერს, მიხეილ მესხი 2-ზე საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. ევრო 2026…

მეტი...

ფანცულაია გოლებს აგროვებს; სამგურალმა, გარეჯმა და თელავმა გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა: საგარეჯოს გარეჯმა სტუმრად ბათუმელებს მოუგო, თელავმა ფოთში გაიმარჯვა, ხოლო წყალტუბოს სამგურალმა დინამო თბილისს აჯობა. გაგრძელდა სერიები, მაგალითად, სამგურალისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მოგებაა. დინამო ბთ 1:4 გარეჯი გარეჯმა კვლავ მაგარი მეორე ტაიმი ჩაატარა. წინა ტურში იყო, გორის დილასთან პირველი ნახევარი 0:2 წააგო და შესვენების მერე სამი უპასუხო…

მეტი...

ლიდერი ისევ დილაა; ტორპედომ კი იბერიელებს აჯობა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დაიწყო. ლიდერი ისევ გორის დილა გახდა. გორელებმა გაგრას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს, აი, იბერია 1999 კი ქუთაისში დამარცხდა.   დილა 5:0 გაგრა  გორის დილამ ლიდერობა დაიბრუნა, სამქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს იბერია 1999-ს. ისე, პირველი ტაიმის მერე ანგარიშ 5:0-ს რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე. გოლი არ იყო გასული და გორელებმა ხუთივე მეორე ნახევარში გაიტანეს….

მეტი...

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 24 და 27 ოქტომბერს, ირის ანტმანის გუნდი მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. პირველი მატჩი, 19:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო მეორე მატჩს, რომელიც 18:00-ზე დაიწყება, მიხეილ მესხი 2 უმასპინძლებს.  ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება 24 ფეხბურთელით, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე დაიწყო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი),…

მეტი...