Sport Stat

თსუ-მ ქუთაისს სუპერთასი ფანტასტიკურ, 3-ოვერტაიმიან ფინალში მოუგო

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერსათასო მატჩი აღნიშნული ტიტულის მოქმედ მფლობელ “ქუთაისი 2010”-ს მოუგო. გასული სეზონის ჩემპიონობა და თასიც ქუთაისელებმა მოიგეს, ამიტომაც მათ სუპერსათასო მატჩში მეტოქედ თსუ ჰყავდათ, რომელსაც აღნიშნული ტიტულები ფინალში მოუგეს.  ქუთაისელები ვერ შესწვდნენ დუდუ დადიანის თასს, რომელიც ამ…

მეტი...

მამუკელაშვილის 15-ქულიანი დებიუტი ტორონტოში დენვერ ნაგეტსის წინააღმდეგ

სანდრო მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი ტორონტო რეპტორსში. მართალია, არაოფიციალურ მატჩში, თუმცა სანდრომ მაგარი შეხვედრა ჩაატარა ნბა-ს საგამოფენო მატჩში, რომელშიც მისი გუნდი დენვერ ნაგეტსთან ბრძოლაში -108:112 დამარცხდა. მამუკელაშვილმა თავის გუდში ყველაზე მეტი – 23 წუთი ითამაშა, რაც ნათლად მიანიშნებს ტორონტოში მის სამომავლო როლზე. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან განხორციელებული სამივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ნიშნულიდან 5-დან 3 სროლა ჩააგდო. სანდროს…

მეტი...

შერმადინის 28 ქულა, MVP-ის ტუტული და გამარჯვება მანრესასთან პირველ ტურში

გიორგი შერმადინის ზეშედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ლაგუნა ტენერიფეს მაისურით ლიგა Endesa-ს პირველივე ტურში სუპერმატჩი გამოაცხო და გამარჯვებასთან ერთად MVP-ის ტიტული ჩაიჯიბა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 38 შეადგინა, რაც შთამბეჭდავი შედეგია და თუკი დარჩენილ 5 მატჩში ამაზე მეტს ვერავინ მიითვლის, ქართველი ცენტრი პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.  ტენერიფემ პირველ ტურში მანრესას უმასპინძლა…

მეტი...

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

ისტორიაში მეორედ და ზედიზედ – ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის გუნდი დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია. დავით ნოზაძის, ნიკა ბიწკინაშვილისა და ალექსანდრე ნოზაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა სატიტულო მატჩში “ქუთაისი 2010” დაამარცხეს და დუდუს თასი შეინარჩუნეს. წინა სეზონში ვსა-მ ფინალური მატჩი აწ უკვე “ა” ლიგაში დაქვეითებულ “ამრას” მოუგო, დღეს კი სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი, წლეულს ზედიზედ მეორედ ევროთასზე მოასპარეზე…

მეტი...

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან – შემადგენლობა

10 ოქტომბერი – ბოსნია და ჰერცეგოვინა V საქართველო | 18:0012 ოქტომბერი – ბოსნია და ჰერცეგოვინა V საქართველო | 17:00 საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ბოსნია და ჰერცეგოვინის ასაკობრივ გუნდთან გასვლაზე 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩებს 10 და 12 ოქტომბერს, ქალაქ ზენიცაში მდებარე მასპინძელი ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს. ვასილ მაისურაძემ, აღნიშნული შეხვედრებისთვის 21 ფეხბურთელი გამოიძახა. აღნიშნული ასაკობრივი გუნდი, ნოემბერში (12-18 ნოემბერი) 19-წლამდე…

მეტი...

შენგელიამ ბარსელონაში პირველი ოფიციალური მატჩი თამაშა | 8 ქულა და მარცხი ჰაპოელთან

ევროლიგის ახალი სეზონი თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდთან გახსნა – ის „ბარსელონასთან“ ერთად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ესტუმრა და ისრაელის „ჰაპოელთან“ ითამაშა. მთელი მატჩს განმავლობაში უპირატესობას „ჰაპოელი“ ფლობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც – 103:87. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 24 წუთი ითამაშა და მატჩი 8 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა. 23 ქულით „ბარსას“ ბომბარდირი…

მეტი...

მათე ხატიაშვილი ბასკონიამ ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანა

16 წლის მათე ხატიაშვილი ესპანურმა ბასკონიამ ევროლიგის განაცხადში შეიყვანა. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ლიგის გუნდმა ახალგაზრდა ქართველი ამ სეზნის დასაწყისში ასაკობრივი გუნდიდან ძირითადში დააწინაურა და ხატიაშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის განაცხადში შეიყვანა, თუმცა ბასკონიას სამწვრთნელო შტაბი ამას არ დასჯერდა და ხატიაშვილს კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა. 16 წლის ქართველი გამთამაშებელი ბასკონიელებმა ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანეს, რაც უბრალო ამბავი არ…

მეტი...

კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, რომელსაც Primera FEB ეწოდება, საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი კორსანტიას დებიუტი შედგა. კორსანტიამ “გიპუზკოა ბასკეტის” შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა მისმა გუნდმა პირველი ტურის საშინაო მატჩი “კორუნასთან” დათმო. ეს ის გუნდია, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავდა და რომელიც გასულ სეზონში ესპანეთის უმაღლეს, ლიგა ენდესაში გამოდიოდა და წარუმატებლობის გამო დაქვეითდა. გიპუზკოამ შეხვედრა 63:79 წააგო,…

მეტი...

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. 30 სექტემბერს ფინალში გასასვლელად კსუ ქუთაისს დაუპირისპირდება, ხოლო ვსა – ბათუმს. ხსენებული გუნდებიდან ქუთაისელთა გარდა თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილზე გავიდნენ, ქუთაისი კი საუკეთესო მეორეადგილოსანი აღმოჩნდა. A ჯგუფიკსუ (თბილისი) vs ორბი (ტყიბული)სტატისტიკა: 70:122 ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ჯგუფში საწყისი მატჩები გამანადგურებელი სხვაობებით მოიგო და პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. ამიტომ, ორბთან…

მეტი...

ბოლო წუთების ფასი… დილამ და სამგურალმა მოიგეს, იბერია 1999-გარეჯი ფრედ დასრულდ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა. კვლავ მოიგო დილამ და უკვე ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, რადგან მეორეადგილოსანმა იბერია 1999-მა თავისი შეხვედრა ფრედ დაასრულა. კიდევ, გრძელდება დინამო ბათუმის წარუმატებელი სერია: ამჯერად წყალტუბის სამგურალმა გაიმარკვა ბათუმში. იბერია 1999 1:1 გარეჯი  მასპინძლები ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით დაწინაურდნენ. 18 წლის მცველმა სანდრო ალთუნაშვილის პასის მერე ოსტატურად მოატყუა…

მეტი...