ქუთაისი ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
ფიბა-მ ახალ სეზონი დაიწყო. პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგისა და ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას როგორც ქართული კლუბი, ისე ქართველი არბიტრები მიიღებენ. ქართული სუპერლიგის ჩემპიონი ქუთაისი დღეს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩში დანიის ჩემპიონ ბაკენ ბეარსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელები საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავლენ, სადაც კოსოვოს ტრეპკასა და ნიდერლანდების დენ…