ქართულთან ერთად მამუკელაშვილმა ნბა-ს ყველა დროის რეკორდი მოხსნა | 34 ქულა 19 წუთში
ახალი ქართული რეკორდი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში, რომელშიც ქართველი ფორვარდის სან ანტონიომ ნიუ იორკი 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო. ნბა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია…