შენგელიამ ვირტუსს მილანში კვლავ მოაგებინა და იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა

თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი ბოლლონიელებმა სტუმრად, მილანში გამართეს, სადაც ოლიმპია არმანი 84:78 დაამარცხეს. შედეგად, ვირტუსმა მთლიანი სერიაც მოიგო, რადგან საერთო ანგარიში 3:1 გახდა, რაც შენგელიას უდიდესი დამსახურებაა. სამივე მატჩში, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში ვირტუსმა მოიგო, შენგელია საუკეთესო იყო. განსაკუთრებული დომინაციით ქართველი ფორვარდი სწორედ ბოლო მატჩში გამოირჩა. თორნიკემ…

მეტი...

ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 11 ივნისს, ევროპის 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ დღეს, იმ 23 ფეხბურთელის განაცხადი დაასახელა, რომლებიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმოადგენენ. U21 | შემადგენლობა მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა…

მეტი...

ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალური სერიის მეორე, თბილისში გამართული შეხვედრაც მოუგო სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს და ჩემპიონი გახდა. ქუთაისელებმა 2 დღის წინ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძლაში – 81:77 დაამარცხეს თსსუ, თუმცა მეორე შეხვედრაში, თანაც სტუმრად, უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს – 90:78 (სტატისტიკა).  სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა გარდატეხის მოხდენა ვერ…

მეტი...

საქართველო 1:1 კაბო-ვერდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქუთაისში, კაბო-ვერდესთან ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.  საქართველოს ნაკრებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. ნიკა გაგნიძის პასით გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში მეორე ტაიმში, 11-მეტრიანით გაათანაბრეს.  მატჩის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თამაში შეაფასა. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა…

მეტი...

საქართველო – კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩს გამართავს. 3 ივნისს, ირის ანტმანის გუნდი კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს.  მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ქალთა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. დისკვალიფიკაციის გამო, კვიპროსთან მატჩს ნინო პასიკაშვილი, ტატა მატვეევა და ლიზი მწყერაშვილის გამოტოვებენ. გუნდს თეონა ბაქრაძე უბრუნდება, რომელმაც ანდორასთან სტუმრად მოგებული მატჩი გამოტოვა. კვიპროსთან…

მეტი...

ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდროაში იმარჯვა

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა. ესტადიო ენკამპზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვების დასრულდა – 1:2.  ირის ანტმანის გუნდმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ლიზი მწყერაშვილის პასით გოლი თინათინ ამბალიამ გაიტანა. მასპინძლებმა ანგარიში 5 წუთში გაათანაბრეს, თუმცა 28-ე წუთზე, ლიზი მწყერაშვილის საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა.  52-ე წუთზე, ნინო პასიკაშვილის…

მეტი...

ქუთაისმა თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010 საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა სუპერლიგის მე-5, გადამწყვეტ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 93:82 (სტატისტიკა) დაამარცხეს და საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ, ხოლო მთლიანობაში მე-4-ედ მოიგეს.  ქუთაისი აქამდე 3-ჯერ – 2016, 2022 და 2024 წლებში გამხდარა ჩემპიონი, თუმცა ამ გამარჯვებას ალბათ სხვა ეფექტი და ემოცია ახლდა. მიმდინარე საუკუნეში პირველად და…

მეტი...

შერმადინის 17 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა | ტენერიფე მეოთხედფინალში ხუვენტუდს შეხვდება

ესპანეთში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, 34-ე ტურში დაკარგა მე-2 ადგილი ტენერიფემ, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს. ტენერიფე სტუმრად მანრესას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 83:86 წააგო. ტენერიფელებს რომ მოეგოთ, რეგულარულს მე-2 ადგილზე დაასრულებდნენ, ეს კი იმაში აწყობდათ, რომ თუკი ნახევარფინალში ტენერიფეც გავა და მეორეზე გასული ვალენსიაც, სერიაში მოედნის უპირატესობა შერმადინის გუნდს ექნებოდა.  თუმცა ასე არ მოდა,…

მეტი...

ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდმა “ლეიმა კორუნამ” ესპანეთის უმალესი ლიგის რეგულარული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, გუნდი უმაღლესი ლიგიდან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.  ბოლო ტურში ლეიმა კორუნამ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის გუნდს – ბრუკლინს უმასპინძ₾ა. მოგეხსენებათ, ბასკონიას ღირსებას საქართევლოს მოქალაქეობის ნატურალიზების გზით მფლობელი, ჩვენი ნაკრების წევრი და იმედი, კამარ ბოლდუინი იცავს. შეხვედრა…

მეტი...

ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

უეფას ქალთა ერთა ლიგის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.  30 მაისს, რიგის LNK Sporta Parks-ზე ლატვიის ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი მზევინარ შარაშანიძე იქნება. მას ასისტენტობას სოფო წულაია და ელენე ელოშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი, თეონა სტურუა იქნება.  ლატვიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...