საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

28 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის, წინასწარ ეტაპზე გამარჯვებული კრისტალბეთ ლიგა 4-ის და რეგიონული ლიგის გუნდები, ასევე მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი იანეთი. წილისყრის შედეგად, თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 16 წყვილი: დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპზე, მეორე ეტაპის კენტი ნუმერიციის…

მეტი...

ანდორა – საქართველო | ერთა ლიგის მეხუთე მატჩი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. 30 მაისს, ირის ანტმანის გუნდი სტუმრად ანდორას დაუპირისპირდება. თამაშამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ ესტადიო ენკამპზე ივარჯიშა. დისკვალიფიკაციის გამო ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.  ანდორა – საქართველოს მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.  საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა მეკარე:…

მეტი...

გორის დილამ ისევ მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის პირველი მატჩი გაიმართა. გორის დილა შინ აგებდა დინამო თბილისთან, მაგრამ შოთა შეყილაძის ლამაზი გოლებით გაიმარჯვა – 2:1.   დილა 2:1 დინამო თბ  გორის დილამ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიმარჯვა და მეორე ადგილი უფრო გაიმყარა. ამ ხუთი შეხვედრიდან სამი იყო ისეთი, რომელშიც გორელები აგებდნენ და მაინც სამი ქულა მოიპოვეს… ისიც აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

შავი ზღვის დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

დინამო ბთ 2:0 კოლხეთი 1913  ბათუმელებმა ზღვისპირული დერბი მოიგეს და მესამე ადგილზე დაბრუნდნენ, კოლხეთი 1913 კი ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.  ფოთელები მე-6 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ. მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა ფოთელთა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა წესები დაარღვია გიტის პაულაუსკასის წინააღმდეგ. არბიტრმა ბაქარ ბრეგვაძემ ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო. შესაბამისად, ჯარიმა…

მეტი...

იბერია ლიდერია

იბერია 1999 3:1 გაგრა  მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მოიგო და ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. იბერია 1999-მა გაგრას ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა… არადა, თავიდან გაგრა იგებდა ლევან გეგეჭკორის ორიგინალური გოლით. გეგეჭკორმა რბილი დარტყმით თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილს.  თუმცა მცირე მონაკვეთში იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა და ტაიმი იბერიელებმა მოიგეს. იურიმ ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, მერე…

მეტი...

სამგურალის ზედიზედ მეორე მოგება

თელავი 1:3 სამგურალი  წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეორედ მოიგო და მეშვიდე ადგილზეა, თელავი კი ბოლო ადგილზე დარჩა. თელაველებს 12 ტურია არ გაუმარჯვიათ და ამ 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.  მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი ვნახეთ. მე-20 წამზე სამგურალი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა დაბალი დარტყმით.  თელაველებმა მე-15 წუთზე გაათანაბრეს, როცა ნიკა ცეცხლაძემ გამოზომილი დარტყმით ახლო…

მეტი...

ტორპედო გარეჯთან დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ხუთშაბათს ოთხი მატჩი გაიმართა. კვლავ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა და ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ასევე მოიგეს გარეჯმა, დინამო ბათუმმა და წყალტუბოს სამგურალმა.  ტორპედო 0:2 გარეჯი  საგარეჯოელებმა ქუთაისში მოუგეს ტორპედოს. გარეჯს ამ ტურამდე ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა, ტორპედომ კი კარგი სერია ბოლოს ზედიზედ ორი მარცხით დაასრულა. მე-19…

მეტი...

თორნიკე შენგელიას მორიგი გმირობა!

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უდიდესი როლი ითამაშა. ქართველი კალათბურთელი ვენეციასთან მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს ტრავმირებული შეხვდა და მისი მოედანზე გასვლის შანსი ძალიან მცირე იყო, თუმცა, როდესაც ვირტუსს გაუჭირდა, ის მოედანზე გავიდა და თამაში “მოატრიალა”. დუშკო ივანოვიჩის გუნდი მეტოქეს ბოლო მეოთხედში 9 ქულით ჩამორჩა, რა დროსაც…

მეტი...

ქუთაისმა თსუ-ს თბილისში მეორე მატჩიც მოუგო და ფინალური სერიაში მე-5 მატჩი დაინიშნა

ფინალური სერიის მე-5 მატჩი – ეგრეთწოდებული სუპერფინალი. მატჩი, რომელსაც სხვა არაფერი სჭირდება – მას ვინც მოიგებს, ჩემპიონია. ქუთაისმა მოახერხა და შინ წაგებული 2 წაგების შემდეგ ფინალური სერია გაათანაბრა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა 25 მაისსა და დღეს, თბილისი არენაზე ორივე შეხვედრა მოიგო და შანსი აქვს, ქართულ კალათბურთში ერთხელ, ისიც 28 წლის წინ დაფიქსირებული შემთხვევა გაიმეოროს….

მეტი...

გაგრამ და სამგურალმა დამაჯერებლად მოიგეს, გარეჯი-იბერია 1999 ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. დღის სამი მატჩიდან ორში მასპინძლებმა მოიგეს დიდი ანგარიშით, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. გაგრამ თელავს აჯობა, სამგურალმა ცუდი სერია შეწყვიტა და დინამო ბათუმთან გაიმარჯვა, გარეჯი-იბერია 1999 კი ფრედ დამთავრდა… გაგრა 3:0 თელავი  გაგრას ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა, ამჯერად კი 3:0 მოუგო თელავს და მეექვსე ადგილი გაიმყარა. თელავს რაც შეეხება,…

მეტი...