მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის – ახალგაზრდული რუმინეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 30 მაისიდან, 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში მოემზადება. ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე [18:30 – ცენტრალური ევროპის დრო], ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან. 8 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს….