ქართველმა მსაჯებმა უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

ახალგაზრდა ქართველმა მსაჯებმა უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.  წლევანდელი კურსი საქართველოდან უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა – კობა რევაზაშვილმა (26 წლის) და ასევე უმაღლესი კატეგორიის მსაჯის ასისტენტმა – გიორგი გოგოხიამ (22 წლის) გაიარეს. მსაჯებმა წარმატებით ჩააბარეს თეორიული, ფიზიკური მომზადებისა და ინგლისური ენის ტესტები. წლის განმავლობაში შედგა 2 შეკრება/სემინარი ნიონში. კურსის დასასრულს მონაწილეებს პროგრამის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატები…

მეტი...

“უოტფორდმა” ნიკოლოზ ჩიქოვანი ბელგიაში გაანათხოვრა

“უოტფორდმა” თბილისის “დინამოსგან” შეძენილი ნიკოლოზ ჩიქოვანი წლის ბოლომდე გაანათხოვრა. 18 წლის მარცხენაფლანგელი ბელგიური “შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდის ღირსებას დაიცავს. ბელგიურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილი დინამოელი უკვე ვარჯიშობს “შარლერუას” ძირითად გუნდთან ერთად და, ვინ იცის, იქნებ მის შემადგენლობაშიც ჩაატაროს მატჩები. “შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდი რანგით მესამე ბელგიურ ლიგაში თამაშობს. ამ კლუბში ჩიქოვანს უკვე ჰქონდა დებიუტი “ვირტონთან” საშინაო მატჩში…

მეტი...

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სლოვაკეთის ნაკრებთან თბილისში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მეორე ითამაშებს ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე.  ბრატისლავაში გამართული დრამატული და უხვგოლიანი მატჩი სლოვაკეთმა 5:3 მოიგო, თუმცა ორი თამაშის ჯამში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 7:6 დაამარცხა. სლოვაკეთთან შეხვედრაში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს, რომელიც…

მეტი...

დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება

2025-2026 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 26 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს, სადაც ტურნირის ყველა მატჩი გაიმართება. დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელ გათამაშებაში  მონაწილეობას სუპერლიგის 11 გუნდიდან 10 მიიღებს. ამჯერად ტურნირში მონაწილეობაზე უარი საკალათბურთო კლუბმა “რაშმა” განაცხადა.  დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად…

მეტი...

ქუთაისი დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს

სუპერლიგის ჩემპიონ ქუთაისი 2010-ს მცირედი დააკლდა, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 80:76 იგებდა, იმერული კლუბის უკანახაზელი, ტაირი ბოიკინი კი 2 საჯარიმოს ესროდა. ბოიკინმა ორივე სროლა ააცილა, შემდეგ კი თამაში ისე წავიდა, რომ ქუთაისელებმა ბურთი ბურთზე მიიღეს, შეტევაში კი ვერაფერი იხეირეს და შეხვედრა 81:84 (სტატისტიკა) დათმეს.  ქუთაისს…

მეტი...

ქუთაისი ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე

ფიბა-მ ახალ სეზონი დაიწყო. პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგისა და ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას როგორც ქართული კლუბი, ისე ქართველი არბიტრები მიიღებენ. ქართული სუპერლიგის ჩემპიონი ქუთაისი დღეს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩში დანიის ჩემპიონ ბაკენ ბეარსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელები საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავლენ, სადაც კოსოვოს ტრეპკასა და ნიდერლანდების დენ…

მეტი...

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ბრატისლავაში 20 სექტემბერს ჩავიდა. 21 სექტემბერს კი, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სლოვაკეთთან საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავის გოპას არენაზე გაიმართება. თბილისში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრები განმეორებით შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება. სლოვაკეთი – საქართველოს მატჩი…

მეტი...

87-ე წუთი… ტორპედომ ფოთში მოიგო, გაგრამ გარეჯთან ქულა გადაარჩინა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ჯამში 10 გოლი გავიდა. ორივეში საკვანძო გამოდგა 87-ე წუთი… ტორპედო ფოთში ორჯერ აგებდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. გაგრა კი ორი ბურთის სხვაობით აგებდა გარეჯთან, მაგრამ ქულის აღება მოახერხა. კოლხეთი 1913 2:4 ტორპედო  ფოთელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის დამატებულ წუთებზე კიდევ ორი…

მეტი...

დილა წინ… თბილისური დერბი დინამომ მოიგო; თელავმა ბათუმში გაიმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა. გორის დილა უკვე ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გორელებმა ბოლო 11 შეხვედრიდან 10 გამარჯვებით დაასრულეს. დინამო თბილისმა დერბიში მოუგო იბერია 1999-ს, ხოლო თელავმა ბათუმში გაიმარჯვა… სამგურალი 1:2 დილა  ლიდერმა დილამ კვლავ მოიგო და უკვე 4 ქულით გაუსწრო იბერია 1999-ს, აი წყალტუბოს სამგურალს კი ზედიზედ 4 მარცხი მოუგროვდა… დილა…

მეტი...

ფუტსალი | საქართველო 4:1 სლოვაკეთი 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სლოვაკეთი დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. სლოვაკეთის ნაკრების კარში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ და შოთა თოფურიამ გაიტანეს, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ დუბლი შეასრულა. საპასუხო მატჩი 23 სექტემბერს ბრატისლავაში გაიმართება. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული გუნდი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევრო…

მეტი...