ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გუნდების მწვრთნელებს, მენეჯერებს და წარმომადგენლებს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ახალი ხელმძღვანელი – კობა კობიაშვილი, მისი მოადგილეები – გიორგი ჯაფარიძე, ვანო ლაცაბიძე და ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი – თორნიკე გოგიჩაიშვილი შეხვდნენ. საუბარი გაიმართა ასაკობრივი ტურნირების ჩატარებასთან დაკავშირებით. გუნდები შეთანხმდნენ დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღებზე, ასევე გათამაშების ფორმატსა…

მეტი...

WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.  საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანასტასია ბუჩუკურმა და ანანო წიქარიძემ გაიტანეს.  საქართველოს და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...

15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო.  პირველი ტურის მატჩები 12 და 14 სექტემბერს, ხელვაჩაურსა და თბილისში ჩატარდა. აღმოსავლეთის ტურის დაწყებამდე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ავაზაზე ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა შედგა. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა, ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და…

მეტი...

ლიდერი შეიცვალა… დილა პირველია; ფოთელებმა კი იბერია 1999-ს მოუგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა: გორის დილამ გაუსწრო თბილისის იბერია 1999-ს.  დღეს დასრულდა 24-ე ტური. ორი მატჩი გაიმართა: დილამ დინამო ბათუმს მოუგო, იბერიელები კი აუტსაიდერ ფოთის კოლხეთი 1913-თან დამარცხდნენ.  იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913  მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ეს იბერიელთა მხოლოდ მეორე წაგებაა და საინტერესოა, რომ ორივეჯერ შინ დამარცხდნენ იმ გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იყო:…

მეტი...

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 24-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. გაგრამ დინამო თბილისს მოუგო, კახური დერბი ფრედ დასრულდა, ხოლო იმერულ დერბიში 8 გოლი ვნახეთ: ტორპედომ 6:2 აჯობა სამგურალს. ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩია… დინამო თბ 0:1 გაგრა  გაგრამ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ამჯერად დინამო თბილისს მოუგეს დინამო არენაზე.  პირველი ტაიმის ბოლოს დინამო ათი…

მეტი...

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.  ევრო 2026-ის საგზურისთვის ბრძოლაში ავთანდილ ასათიანის გუნდი სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას ბრატისლავა 23 სექტემბერს უმასპინძლებს.  სლოვაკეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში 15 ფეხბურთელით დაიწყო, მათ შორის ერთი დებიუტანტი, პსპ-ს შემტევი გიორგი ხაბალაევია. ნაკრები…

მეტი...

ქართული კალათბურთის მწვერვალი | ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალშია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის საუკეთესო 8 გუნდშია, სადაც ასევე არიან ლიეტუვა, გერმანია, საბერძნეთი, სლოვენია, თურქეთი, პოლონეთი, ფინეთი და არ არიან ესპანეთი, სერბეთი, იტალია, ლატვია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა 80:70 (სტატისტიკა) სძლია და პირველად, ისტორიაში ევროპის საუკეთესო 8 გუნდში, მეოთხედფინალში გავიდა. აქამდე ყველაზე მაღალ შედეგად ითვლებოდა 2011 წელს, სადებიუტო…

მეტი...

U21 | საქართველო 1:1 ჩრდილოეთ ირლანდია

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში 21-წლამდელების კაპიტანამა – გაბრიელ სიგუამ მე-7 წუთზე გახსნა, ხოლო მალევე ირაკლი ეგოიანის დარტყმული ხარიხას მოხვდა. სტუმართაგან ანგარიშის გათანაბემა, ნოტინგემ ფორესტის მეთიუ ორმა შეძლო. მატჩის მიწურულს კი დიეგო დეისაძე იყო ახლოს…

მეტი...

საქართველო 3:0 ბულგარეთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთს 3:0 სძლია.  დინამო არენაზე ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა. 44-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილის პასით ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე ნიკა გაგნიძემ გაზარდა სადებიუტო სანაკრებო გოლით. მატჩის საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა. ბულგარეთთან შეხვედრაში ეროვნული ნაკრების რიგებში ნოდარ ლომინაძის…

მეტი...

საქართველო ევრობასკეტის მედვედფინალში გავიდა და რიგაში საფრანგეთს დაუპირისპირდება

ისტორია გრძელდება – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა, ანუ მოხვდა კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში, სადაც მოქმედი ჩემპიონი ესპანეთისთვის ადგილი არ მოინახა. სწორედ საქართველოსთან წაგების გამო ჩარჩა ესპანეთი ჯგუფში. რომ არა საქართველოსთან პირველ ტურში 14-ქულიანი მარცხი, ესპანეთი ხვალ, დილას, რიგაში გაემგზავრებოდა. სწორედ ლატვიის დედაქალაქში მიფრინავს ხვალ ჩარტერული რეისი ლიმასოლიდან, რომელსაც ჯგუფიდან გასული…

მეტი...