საქართველო – ბულგარეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მეორე მატჩი

7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. დინამო არენაზე ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთის ეროვნული ნაკრები იქნება.  6 სექტემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ოფიციალური პრესკონფერენცია შედგა. მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნლემა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა უპასუხეს.  ვილი…

მეტი...

დამატებითი ბილეთები საქართველო – ბულგარეთის მატჩზე

7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება. როგორც ცნობილია, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული. თუმცა, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სტუმარი გუნდის გულშემატკივარისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება. შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი 1-ლი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები,  ასევე…

მეტი...

საქართველო ევრობასკეტის მედვედფინალში გავიდა და რიგაში საფრანგეთს დაუპირისპირდება

ისტორია გრძელდება – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა, ანუ მოხვდა კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში, სადაც მოქმედი ჩემპიონი ესპანეთისთვის ადგილი არ მოინახა. სწორედ საქართველოსთან წაგების გამო ჩარჩა ესპანეთი ჯგუფში. რომ არა საქართველოსთან პირველ ტურში 14-ქულიანი მარცხი, ესპანეთი ხვალ, დილას, რიგაში გაემგზავრებოდა. სწორედ ლატვიის დედაქალაქში მიფრინავს ხვალ ჩარტერული რეისი ლიმასოლიდან, რომელსაც ჯგუფიდან გასული…

მეტი...

საქართველომ კვიპროსი გაანადგურა და ბოლო ტურში ბოსნიას შეხვდება

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე ასპარეზობს და დღეს, აღნიშნულ ტურნირზე ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ლიმასოლში მიმდინარე ევრობასკეტის C ჯგუფში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მე-4 შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ მასპინძელი კვიპროსი 93:61 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჯუფიდან გასასვლელ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენს ეროვნულ გუნდს ჯგუფში დარჩენილი ერთი შეხვედრა ბოსნიასთან აქვს და…

მეტი...

ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ახალგაზრდული, ბრიტანელებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.  რამაზ სვანაძის გუნდი, ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტა,  ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. დღეს, ახალგაზრდულმა წყალტუბოში პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა. ლოზანა სპორტის ნახევარმცველი – გაბრიელ სიგუა გუნდს ხვალ შემოუერთდება….

მეტი...

ორბი საშინაო მატჩებს შატილი არენაზე გამართავს

როგორც იცით ბოლო წლებში თბილისის “ორბი” საშინაო შეხვედრებს ხაშურში გრიგოლ ჯომართიძის სტადიონზე მარათავდა და ბევრი ხაშურელი გულშემატკივარიც ამ კლუბს საკუთრად თვლიდა, მაგრამ როგორც ჩვენმა გვერდმა ექსკლუზიურად მიიღო ინფორმაცია, შესაძლოა გუნდმა საშინაო არენა შეიცვალოს და მატჩები თბილისში “შატილი არენაზე” ჩაატაროს. რა იქნება შემდგომში ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ 5 სექტემბერს ლიგა 3-ს მომდევნო ტურის შეხვედრას ისინი ჩოხატაურის “ბახმაროსთან”…

მეტი...

ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.  შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრები სრული შემადგენლობით ხვალ, 2 სექტემბერს…

მეტი...

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 1 სექტემბერს დაიწყებს.   ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გრაცერთან მიღებული ტრავმის გამო, შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. 29 წლის ფეხბურთელს დამატებითი კვლევები თბილისში, ნაკრების სამედიცინო შტაბის ჩართულობით ჩაუტარდა.  კიტეიშვილის ნაცვლად ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტი, იტალიური ფროზინონეს შემტევი გიორგი კვერნაძე…

მეტი...

დილა და გაგრა სამ-სამი ქულით

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დასრულდა. გორის დილამ შინ თელავს მოუგო, ხოლო გაგრამ ფოთში აჯობა კოლხეთი 1913-ს. დილა 1:0 თელავი  გორელებმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გატანილი პენალტით გაიმარჯვეს. ეს 52-ე წუთზე მოხდა. პენალტი კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც თელავის მცველმა ლადო ოდიშვილმა საჯარიმოში ხელით ითამაშა.  დილამ წლეულს სამიდან სამი მატჩი მოუგო თელავს, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა. გორელები კი…

მეტი...