შენგელიას 18 ქულა ბოლონიეელებს ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ
თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას იტალიის სერია A-ს ნახევარფინალამდე 1 მოგება აკლდა, რადგან ვენეციასთან მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მესამე მატჩი ვენეციაში გაიმართა, თუმცა ბოლონიურმა კლუბმა სერიის მშრალი ანგარიშით დასრულება ვერ შეძლო. მატჩი მასპინძლებმა 89:82 მოიგეს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს. ქართველი ფორვარდი ბოლონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელია სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა, მოედანზე გატარებულ…