სასტუმრო პარაგრაფ თბილისი ეროვნული ნაკრების სახლი გახდა
14 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, სასტუმრო პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება. ხელშეკრულებას სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სასტუმრო პარაგრაფ თბილისის ფინანსურმა დირექტორმა, ამირან მსუქნიშვილმა მოაწერეს. დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „პირველ რიგში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სასტუმრო პარაგრაფ თბილისს. დღეს უკვე…