საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლმა უახლოესი თამაშებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ოთხმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევა პირველად მიიღო. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, დინამო თბილისის 16 წლის მცველი – საბა ხარებაშვილია. გამოძახებულთა შორის არიან გორის დილას მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული კოლოსის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და ხორვატული ისტრა 1961-ის თავდამსხმელი გიორგი…