დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი თბილისში,ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 24-ეა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს. სუპერლიგის 11 გუნდიდან მემორიალში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ “რაშმა” განაცხადა, დანარჩენი 10 გუნდი კი 3 ჯგუფშია გადანაწილებული. პლეი ოფში თითოეულიდან საუკეთესო გავა, ხოლო  ნახევარფინალს საუკეთესო შედეგის მქონე…

მეტი...

ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გერმანიის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო. დათო ჩადუნელის გუნდმა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში მეტოქე 3:2 დაამარცხა. მომდევნო მატჩებში ჩვენი გუნდი ირლანდიის, საფრანგეთისა და ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება. ერთა ლიგის A დივიზიონის საგზურს ტურნირის გამარჯვებული მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2023…

მეტი...

სალომე ხუბულური 17-წლამდე ნაკრებს აღარ გაწვრთნის

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს სალომე ხუბულური აღარ უხელმძღვანელებს.   საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სალომე ხუბულური ქალთა სანაკრებო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს კი, 2021 წლიდან იკავებდა.  სალომე ხუბულურს ეროვნული გუნდებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში.

მეტი...

ქართველმა მსაჯებმა უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

ახალგაზრდა ქართველმა მსაჯებმა უეფას მსაჯთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.  წლევანდელი კურსი საქართველოდან უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა – კობა რევაზაშვილმა (26 წლის) და ასევე უმაღლესი კატეგორიის მსაჯის ასისტენტმა – გიორგი გოგოხიამ (22 წლის) გაიარეს. მსაჯებმა წარმატებით ჩააბარეს თეორიული, ფიზიკური მომზადებისა და ინგლისური ენის ტესტები. წლის განმავლობაში შედგა 2 შეკრება/სემინარი ნიონში. კურსის დასასრულს მონაწილეებს პროგრამის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატები…

მეტი...

“უოტფორდმა” ნიკოლოზ ჩიქოვანი ბელგიაში გაანათხოვრა

“უოტფორდმა” თბილისის “დინამოსგან” შეძენილი ნიკოლოზ ჩიქოვანი წლის ბოლომდე გაანათხოვრა. 18 წლის მარცხენაფლანგელი ბელგიური “შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდის ღირსებას დაიცავს. ბელგიურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილი დინამოელი უკვე ვარჯიშობს “შარლერუას” ძირითად გუნდთან ერთად და, ვინ იცის, იქნებ მის შემადგენლობაშიც ჩაატაროს მატჩები. “შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდი რანგით მესამე ბელგიურ ლიგაში თამაშობს. ამ კლუბში ჩიქოვანს უკვე ჰქონდა დებიუტი “ვირტონთან” საშინაო მატჩში…

მეტი...

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სლოვაკეთის ნაკრებთან თბილისში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მეორე ითამაშებს ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე.  ბრატისლავაში გამართული დრამატული და უხვგოლიანი მატჩი სლოვაკეთმა 5:3 მოიგო, თუმცა ორი თამაშის ჯამში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 7:6 დაამარცხა. სლოვაკეთთან შეხვედრაში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს, რომელიც…

მეტი...

დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება

2025-2026 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 26 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს, სადაც ტურნირის ყველა მატჩი გაიმართება. დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელ გათამაშებაში  მონაწილეობას სუპერლიგის 11 გუნდიდან 10 მიიღებს. ამჯერად ტურნირში მონაწილეობაზე უარი საკალათბურთო კლუბმა “რაშმა” განაცხადა.  დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად…

მეტი...

ქუთაისი დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს

სუპერლიგის ჩემპიონ ქუთაისი 2010-ს მცირედი დააკლდა, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 80:76 იგებდა, იმერული კლუბის უკანახაზელი, ტაირი ბოიკინი კი 2 საჯარიმოს ესროდა. ბოიკინმა ორივე სროლა ააცილა, შემდეგ კი თამაში ისე წავიდა, რომ ქუთაისელებმა ბურთი ბურთზე მიიღეს, შეტევაში კი ვერაფერი იხეირეს და შეხვედრა 81:84 (სტატისტიკა) დათმეს.  ქუთაისს…

მეტი...

ქუთაისი ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე

ფიბა-მ ახალ სეზონი დაიწყო. პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგისა და ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას როგორც ქართული კლუბი, ისე ქართველი არბიტრები მიიღებენ. ქართული სუპერლიგის ჩემპიონი ქუთაისი დღეს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩში დანიის ჩემპიონ ბაკენ ბეარსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელები საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავლენ, სადაც კოსოვოს ტრეპკასა და ნიდერლანდების დენ…

მეტი...

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ბრატისლავაში 20 სექტემბერს ჩავიდა. 21 სექტემბერს კი, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სლოვაკეთთან საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავის გოპას არენაზე გაიმართება. თბილისში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრები განმეორებით შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება. სლოვაკეთი – საქართველოს მატჩი…

მეტი...