87-ე წუთი… ტორპედომ ფოთში მოიგო, გაგრამ გარეჯთან ქულა გადაარჩინა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ჯამში 10 გოლი გავიდა. ორივეში საკვანძო გამოდგა 87-ე წუთი… ტორპედო ფოთში ორჯერ აგებდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. გაგრა კი ორი ბურთის სხვაობით აგებდა გარეჯთან, მაგრამ ქულის აღება მოახერხა. კოლხეთი 1913 2:4 ტორპედო  ფოთელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის დამატებულ წუთებზე კიდევ ორი…

მეტი...

დილა წინ… თბილისური დერბი დინამომ მოიგო; თელავმა ბათუმში გაიმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა. გორის დილა უკვე ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გორელებმა ბოლო 11 შეხვედრიდან 10 გამარჯვებით დაასრულეს. დინამო თბილისმა დერბიში მოუგო იბერია 1999-ს, ხოლო თელავმა ბათუმში გაიმარჯვა… სამგურალი 1:2 დილა  ლიდერმა დილამ კვლავ მოიგო და უკვე 4 ქულით გაუსწრო იბერია 1999-ს, აი წყალტუბოს სამგურალს კი ზედიზედ 4 მარცხი მოუგროვდა… დილა…

მეტი...

ფუტსალი | საქართველო 4:1 სლოვაკეთი 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სლოვაკეთი დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. სლოვაკეთის ნაკრების კარში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ და შოთა თოფურიამ გაიტანეს, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ დუბლი შეასრულა. საპასუხო მატჩი 23 სექტემბერს ბრატისლავაში გაიმართება. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული გუნდი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევრო…

მეტი...

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გუნდების მწვრთნელებს, მენეჯერებს და წარმომადგენლებს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ახალი ხელმძღვანელი – კობა კობიაშვილი, მისი მოადგილეები – გიორგი ჯაფარიძე, ვანო ლაცაბიძე და ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი – თორნიკე გოგიჩაიშვილი შეხვდნენ. საუბარი გაიმართა ასაკობრივი ტურნირების ჩატარებასთან დაკავშირებით. გუნდები შეთანხმდნენ დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღებზე, ასევე გათამაშების ფორმატსა…

მეტი...

WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.  საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანასტასია ბუჩუკურმა და ანანო წიქარიძემ გაიტანეს.  საქართველოს და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...

15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 15-წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო.  პირველი ტურის მატჩები 12 და 14 სექტემბერს, ხელვაჩაურსა და თბილისში ჩატარდა. აღმოსავლეთის ტურის დაწყებამდე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ავაზაზე ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა შედგა. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელებმა, ნათია დანელიამ და ლიზი მწყერაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და…

მეტი...

ლიდერი შეიცვალა… დილა პირველია; ფოთელებმა კი იბერია 1999-ს მოუგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა: გორის დილამ გაუსწრო თბილისის იბერია 1999-ს.  დღეს დასრულდა 24-ე ტური. ორი მატჩი გაიმართა: დილამ დინამო ბათუმს მოუგო, იბერიელები კი აუტსაიდერ ფოთის კოლხეთი 1913-თან დამარცხდნენ.  იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913  მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ეს იბერიელთა მხოლოდ მეორე წაგებაა და საინტერესოა, რომ ორივეჯერ შინ დამარცხდნენ იმ გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იყო:…

მეტი...

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 24-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. გაგრამ დინამო თბილისს მოუგო, კახური დერბი ფრედ დასრულდა, ხოლო იმერულ დერბიში 8 გოლი ვნახეთ: ტორპედომ 6:2 აჯობა სამგურალს. ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩია… დინამო თბ 0:1 გაგრა  გაგრამ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ამჯერად დინამო თბილისს მოუგეს დინამო არენაზე.  პირველი ტაიმის ბოლოს დინამო ათი…

მეტი...

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.  ევრო 2026-ის საგზურისთვის ბრძოლაში ავთანდილ ასათიანის გუნდი სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას ბრატისლავა 23 სექტემბერს უმასპინძლებს.  სლოვაკეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში 15 ფეხბურთელით დაიწყო, მათ შორის ერთი დებიუტანტი, პსპ-ს შემტევი გიორგი ხაბალაევია. ნაკრები…

მეტი...

ქართული კალათბურთის მწვერვალი | ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალშია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის საუკეთესო 8 გუნდშია, სადაც ასევე არიან ლიეტუვა, გერმანია, საბერძნეთი, სლოვენია, თურქეთი, პოლონეთი, ფინეთი და არ არიან ესპანეთი, სერბეთი, იტალია, ლატვია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა 80:70 (სტატისტიკა) სძლია და პირველად, ისტორიაში ევროპის საუკეთესო 8 გუნდში, მეოთხედფინალში გავიდა. აქამდე ყველაზე მაღალ შედეგად ითვლებოდა 2011 წელს, სადებიუტო…

მეტი...