ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 1 სექტემბერს დაიწყებს. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გრაცერთან მიღებული ტრავმის გამო, შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. 29 წლის ფეხბურთელს დამატებითი კვლევები თბილისში, ნაკრების სამედიცინო შტაბის ჩართულობით ჩაუტარდა. კიტეიშვილის ნაცვლად ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტი, იტალიური ფროზინონეს შემტევი გიორგი კვერნაძე…