თბილისის “დინამო” “ბენფიკას” ყოფილ ფლანგელს იმატებს
19:21 2026.02.22
ავტორიალეკო კაკაურიძე


“ტრანსფერმარკტის” ინფორმაციით, თბილისის “დინამო” პორტუგალიელ “ვინგერს”, როდრიგო რამუშს იმატებს. დედაქალაქელთა პოტენციური ახალწვეული 22 წლისაა. ის ბოლოს სომხური “არარატ არმენიას” ღირსებას იცავდა, სამშობლოში კი “ბენფიკას”, “ბელენენსეშისა”, “ბელენენსეშ U23-ისა” (ეს გუნდი აღარ არსებობს) და “ეშტორილის” ასაკობრივ გუნდებში, ასევე “ტონდელაში” ასპარეზობდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი თავის დროზე იყო ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი. ორჯერ მოიგო პორტუგალიის 23-წლამდელთა ჩემპიონატი, ასევე, იპირველა ამ ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში.
საინტერესოა, რომ რამუშს თამაში შეუძლია შეტევის ორივე ფლანგზე. ასევე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, თუმცა მისთვის უფრო კომფორტული ფლანგზე მოქმედებაა.
შეგახსენებთ – თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ კაკაშვილმა“ლელოსთან” ინტერვიუში თქვა, რომ კლუბი პორტუგალიიდან “ვინგერს” ელოდა…