[რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ფინალის წინ] მარკო ბორტოლამის განკარგულებაში 35 მოთამაშეა

საქართველოს ნაკრები 15 მარტს, ლეგანესში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება.

“ბორჯღალოსნები” ტრადიციულად “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. მარკო ბორტოლამის განკარგულებაში 35 მორაგბეა. ტრავმის გამო გაფართოებულ შემადგენლობას დაჩი პაპუნაშვილი გამოაკლდა, ხოლო უკანახაზელი ლუკა ცირეკიძე – დაემატა.

დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა ლუკა ივანიშვილსგელა აფრასიძე კი კვლავ გუნდთან ერთად რჩება, თუმცა ტვინის შერყევის შემდეგ, ჯერ კიდევ პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს გადის.

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონაქსი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი)

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი)

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო), ბექა საღინაძე (ლიონი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), მიხეილ შიოშვილი (ტულონი);

N9: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), მიხეილ ალანია (ვანი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი)

N10: ლუკა მატკავა (ოიონაქსი), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი)

N12-13: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი)

N11-14: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი)

N15: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი)