წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ

გერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა, რომლებშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო 5-ში მონაწილეობს: ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ, რომლებმაც შარშან, თბილისში ჩატარებულ ევრობასკეტზე მე-8 ადგილი დაიკავეს. 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მე-3 წელია, A დივიზიონში ასპარეზობს. თბილისამდე ჩვენმა ნაკრებმა 2024 წელს ელიტარულ დივიზიონში საბერძნეთის ქალაქ ირაკლიონში იასპარეზა…

მეტი...

მარცხი დაძაბულ მატჩში | შერმადინი ტენერიფეში საუკეთესო იყო

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა ესპანურმა ტენერიფემ. გიორგი შერმადინის გუნდი კანარულ დერბიში სტუმრად გრან კანარიას ეთამაშა და 70:72 დამარცხდა. ტენერიფელთაგან საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 15 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.  შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრი – 28 წუთი დაყო და თამაშიდან შესრულებული 8 სროლიდან 7 გამოიყენა. ამასთან,…

მეტი...