საქართველოს ნაკრების მეტოქე დანია ლუნდბერგისა და შილდსის გარეშე
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უახლოეს თბილისურ მატჩს 2 მარტს ჩაატარებს. მისი მეტოქე დანია იქნება. ამავე გუნდს საქართველო 27 თებერვალს კოპენჰაგენში დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორ მატჩზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ მოგება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო…