ჯგერენაია “იბერიიდან” “ნავბახორში” მიდის?

ჩვენი ინფორმაციით, დიდი შანსია, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა, გიორგი ჯგერენაიამ კარიერა უზბეკეთის სუპერლიგის ბინადარ “ნავბახორში” გააგრძელოს. ის თბილისის “იბერია 1999-თან” ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ხსენებული უზბეკური კლუბიც ემზადება და ჯგერენაიაც, ეტყობა, იქ შენიშნეს. “ნავბახორში” ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორი ფეხბურთელი თამაშობს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მცველი ანრი ჭიჭინაძე(რომელიც აქამდე რუსულ “ორენბურგში” ირჯებოდა) და…

მეტი...

GEO TEAM: ვახტანგ ბედოშვილი საქართველოში ბრუნდება! მისი ახალი გუნდი უკვე ცნობილია

GEO TEAM-ის ინფორმაციით, ვახტანგ ბედოშვილი, რომელსაც რუსეთში კარიერა ვერ აეწყო, საქართველოში ბრუნდება.  22 წლის ფლანგის შემტევი “ნიჟნი ნოვგოროდიდან” ერთწლიანი იჯარით “იბერია 1999-ში” ითამაშებს. იმავე წყაროს ცნობაში ვკითხულობთ, რომ ბედოშვილი საქართველოს ჩემპიონს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა.

მეტი...

“იბერია 2010” ახალგაზრდული გუნდი ლიგა 3-დან

“იბერია 2010”-მა 2025 წელი ტრიუმფალურად ჩაატარა და ლიგა 4-ის გამარჯვებული 1 ტურით ადრე გახდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი წლიდან წლამდე უმატებს. იბერიელებმა 2024 წელს რეგიონალური ლიგის მოგებაც შეძელბს. საინტერესოა ისიც, რომ გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მოთამაშეთა ბირთვი თითქმის უცვლელია. “იბერია 2010” იანვარში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდმა უკვე გამართა 3 ამხანგური შეხვედრა….

მეტი...

“ქეცბაია ჩვენთვის მხოლოდ მწვრთნელი არ იყო…” როცა რაღაც მაინც არ არის საჯარო.

უკვე იცით, რომ რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიამ კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იქაურ მედიასთან ამ თემაზე კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სტელა მარკუმ ილაპარაკა. “გნებავთ განშორება დაარქვით, გნებავთ – დამშვიდობება, ეს მარტივი არასდროს არის. ეს არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება. მიზეზები ცნობილია. ქეცბაია ჩვენი კლუბისთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ მწვრთნელი და მომხდარი არ აკნინებს მის ღვაწლს “ანორთოსისის” წინაშე.  მისი კონტრაქტის…

მეტი...

გრიფინმა თელავში ბურჯს შანსი არ დაუტოვა და “ა” ლიგაში გალიდერდა

“ა” ლიგის მე-4 ტური დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრა თელავში გაიმართა, სადაც ბურჯმა კასპის გრიფინი მიიღო. ორივე გუნდისთვის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თელაველებს სეზონის წინ დიდი ამბიცია ჰქონდათ და 3 ტურის შემდეგ ერთადერთი გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ, გრიფინი კი შარშანდელი ფინალისტია და წელს ღიად აცხადებს, რომ “ა” ლიგის მოგება და სუპერლიგის საგზურის მოპოვება სურს. კასპელებს 3…

მეტი...

ქუთაისმა რუსთავი ზესტაფონში ბოლო პერიოდში გატეხა

სუპერლიგის მე-13 ტური ზესტაფონში გამართული მატჩით დასრულდა, რომელშიც ამ ქალაქის არც ერთი გუნდი არ მონაწილეობდა. ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ამ ქალაქის მოქმედი ჩემპიონი გუნდი თამაშებს ზესტაფონში მასპინძლობს. ქუთაისელთა მორიგი სტუმარი რუსთავი გახლდათ – პირველ წრეში 3 მოგების მომპოვებელი გუნდი, რომელიც მეორე წრის პირველ (მთლიანობაში კი მე-12) ტურში ისვენებდა. რუსთავს მოგებებით წამოეწია რაში,…

მეტი...

[ოფიციალურად] ლუქსემბურგის ნაკრების მცველი “იბერიას” ფეხბურთელი გახდა

ახალი სეზონიდან საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის “იბერია 1999-ის” დაცვის ცენტრს ლუქსემბურგის ნაკრების უკანახაზელი, ვაჰიდ სელიმოვიჩი გაამაგრებს. სელიმოვიჩი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წევრია და 2024 წლის მარტში თბილისშიც იყო ჩამოსული საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის, თუმცა სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია. ლუქსემბურგის ნაკრების მაისურით მას 14 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული. 28 წლის ცენტრალურ მცველს ზურგს სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება…

მეტი...

[შეჯამება. ქართული ლეგიონის უქმეები] 7 და 5: ქართველების ნაყოფიერი დღეები

გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის ფრიად ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენმა ფეხბურთელებმა 7 გოლი გაიტანეს და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს… პარასკევი ირანი (Persian Gulf Pro League). სეპაჰანი (გიორგი გველესიანი) – ხეიბარი 1:0. გველესიანი განაცხადში არ ყოფილა. ბულგარეთი (efbet League). მონტანა – ცსკა 1948 (ლაშა დვალი) 0:1. დვალმა შეუცვლელად ითამაშა. ბოსნია (WWIN Liga BiH). რუდარი (დემეტრე გვასალია) – შიროკი ბრიგი 1:2. გვასალიამ შეუცვლელად ითამაშა, საგოლე პასი შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში…

მეტი...

ეროვნული ლიგა 2: დაძაბულობა გარანტირებულია!

ამბიციური “თელავი” “თელავი” ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს. გუნდს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი – გიორგი მიქაძე, ვისთვისაც ეს კლუბი კარგადაა ნაცნობი. მართალია, კლუბის ოფიციალური საიტი ჯერ სატრანსფერო სიახლეების თაობაზე არაფერს გვატყობინებს (ეს წერილი სამშაბათს საღამოს იწერება), მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დაიმატა. მათ შორის, გამოცდილი ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე. როგორც ვიცით, “თელავს” რამდენიმე ლეგიონერი…

მეტი...

თსუ-მ და მარგვეთმა ბრძოლაში იმარჯვეს | რაშმა ვსა-ს დამაჯერებლად სძლია

სუპერლიგის მეორე წრე მეტი ეშხითა და დაძაბულობით დაიწყო. 2-დან 2 მოგება გაიფორმა საკალათბურთო კლუბმა რაშმა, რომელსაც პირველი წრის 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, თბილისი არენაზე ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი 86:72 (სტატისტიკა) დაამარცხა, რომელიც თსუ-სთან ერთად ცხრილის ლიდერი იყო. რაში წინა სეზონის მსგავსად თამაშობს, როცა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურებამდე ბოლო ადგილზე…

მეტი...