Sport Stat

ორბი საშინაო მატჩებს შატილი არენაზე გამართავს

როგორც იცით ბოლო წლებში თბილისის “ორბი” საშინაო შეხვედრებს ხაშურში გრიგოლ ჯომართიძის სტადიონზე მარათავდა და ბევრი ხაშურელი გულშემატკივარიც ამ კლუბს საკუთრად თვლიდა, მაგრამ როგორც ჩვენმა გვერდმა ექსკლუზიურად მიიღო ინფორმაცია, შესაძლოა გუნდმა საშინაო არენა შეიცვალოს და მატჩები თბილისში “შატილი არენაზე” ჩაატაროს. რა იქნება შემდგომში ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ 5 სექტემბერს ლიგა 3-ს მომდევნო ტურის შეხვედრას ისინი ჩოხატაურის “ბახმაროსთან”…

მეტი...

ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.  შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრები სრული შემადგენლობით ხვალ, 2 სექტემბერს…

მეტი...

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 1 სექტემბერს დაიწყებს.   ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გრაცერთან მიღებული ტრავმის გამო, შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. 29 წლის ფეხბურთელს დამატებითი კვლევები თბილისში, ნაკრების სამედიცინო შტაბის ჩართულობით ჩაუტარდა.  კიტეიშვილის ნაცვლად ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტი, იტალიური ფროზინონეს შემტევი გიორგი კვერნაძე…

მეტი...

დილა და გაგრა სამ-სამი ქულით

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დასრულდა. გორის დილამ შინ თელავს მოუგო, ხოლო გაგრამ ფოთში აჯობა კოლხეთი 1913-ს. დილა 1:0 თელავი  გორელებმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გატანილი პენალტით გაიმარჯვეს. ეს 52-ე წუთზე მოხდა. პენალტი კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც თელავის მცველმა ლადო ოდიშვილმა საჯარიმოში ხელით ითამაშა.  დილამ წლეულს სამიდან სამი მატჩი მოუგო თელავს, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა. გორელები კი…

მეტი...

მწვრთნელმა ლიდერები დაასვენა – საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა

„იტალიასთან მატჩის შემდეგ ორი გზა გვქონდა: ან 100%-ით გვეთამაშა დღევანდელ მატჩში, ან გვეცადა, ბოლო ორი თამაშისთვის ჯანმრთელად შეგვენარჩუნებინა თავი. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. ყველაფერი უბრალოდ ასეა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და კარგად ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, მაგრამ დღეს ძალების მაქსიმალურად გამოყენება ყველაზე გონივრული არჩევანი არ იქნებოდა, რადგან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ, ყველა…

მეტი...

საქართველომ ევრობასკეტის მეორე მატჩი იტალიასთან დათმო

ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე შეხვედრა კიდევ ერთ გრანდთან, იტალიასთან გამართა და მარცხი განიცადა. კარგად ჩატარებული პირველი ტაიმისა და კიდევ უფრო კარგი მესამე პერიოდის საწყისი წუთების შემდეგ, საქართველოს ნაკრები აირია, თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა და საბოლოოდ 16 ქულით – 62:78 (სტატისტიკა) დამარცხდა. არადა, ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიდ შესვენებაზე მეტოქესთან თანაბრად გავიდა….

მეტი...

ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილი პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 1 სექტემბრიდან დაიწყებს.  4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.  29 აგვისტოს, შეკრების დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია სასტუმრო პარაგრაფში გამართეს.  პრესკონფერენციის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა…

მეტი...

ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა საფეხბურთო კარეირა დაასრულა და მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს.  კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 33 წლის ნახევარმცველმა სასტუმრო პარაგრაფში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  ნიკა კვეკვესკირი: “მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, სამწვრთნელო შტაბს, სტაფის თითოეულ წევრს და ყველას, ვისთანაც მიმუშავია. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის თითოეულ თანამშრომელს, ვისგანაც უდიდეს სიყვარულს და…

მეტი...

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

28 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრაში ალბანური დინამო ტირანა პოლონურ იაგელონიას უმასპინძლებს.  აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი – ალეკო აფციაური.  შეხვედრა ტირანაში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

მეტი...

საქართველომ ევრობასკეტი მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის დამარცხებით გახსნა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი მოქმედი ჩემპიონის – ესპანეთის დამარცხებით დაიწყო. დამარცხებაცაა და დამარცხებაც – მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ისე ვძლიეთ, ბოლო პერიოდში ვითარება არ დაძაბულა. საბოლოო ჯამში, რასაც ანგარიშმაც გაუმაგრა ზურგი, საქართველომ ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა: ისე, რომ ევრობასკეტის მოქმედ ჩემპიონებს შანსიც არ ჰქონიათ.  ასეთი რამ კი იშვიათად ხდება. საქართველო ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს გავიდა და…

მეტი...