შენგელიამ ვირტუსს მილანში კვლავ მოაგებინა და იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა
თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი ბოლლონიელებმა სტუმრად, მილანში გამართეს, სადაც ოლიმპია არმანი 84:78 დაამარცხეს. შედეგად, ვირტუსმა მთლიანი სერიაც მოიგო, რადგან საერთო ანგარიში 3:1 გახდა, რაც შენგელიას უდიდესი დამსახურებაა. სამივე მატჩში, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში ვირტუსმა მოიგო, შენგელია საუკეთესო იყო. განსაკუთრებული დომინაციით ქართველი ფორვარდი სწორედ ბოლო მატჩში გამოირჩა. თორნიკემ…