Sport Stat

U21 | საქართველო V ჩრდ. ირლანდია | მედია აკრედიტაცია

2027 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩზე აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 3 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ შესაბამისი ფორმა.  ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.  აკრედიტაციის მოთხოვნაზე პასუხს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 3 სექტემბრის ჩათვლით მიიღებთ….

მეტი...

ნორჩი დინამო ახმანგურ შეხვედრაში დამარცხდა

საფეხბურთო კლუბი ნორჩი დინამო 2016 ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის მერანის მე-2 გუნდთან 1-2 დამარცხდა. შეხვედრა ნორჩმა დინამოელბმა აქტიურად დაიწყეს, არაერთი სახიფათო მომენტის მიუხედავად, გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე შეძლეს. მეტოქის კარი ნიკუშა ნოზაძემ დალაშქრა. მეორე ტაიმი დინამოელებმა იგივე ტემპით დაიწყეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მეორე ტაიმში თბილისის მერანი 3-მმა ძირითადი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა…

მეტი...

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი “ავაზა” გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას. 21 აგვისტოს, თბილისში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი “ავაზა” ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნის ცერემონიის ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. ასევე ფიფას წევრი ასოციაციების რეგიონულმა კოორდინატორმა მარკო ფერიმ და უეფას ნაციონალური ასოციაციების დირექტორის…

მეტი...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

დასრულდა მსოფლიოს 2027 წლის პრე-საკვალიფიკაციო ტურნირი და გაირკვა ის 2 ნაკრები, რომლებიც მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იქნებიან. ეს გახლავთ უკრაინა და დანია, რომელთან ერთადაც საკვალიფიკაციოს A ჯგუფში საქართველოს მეტოქე ესპანეთი იქნება. ფორმატი ასეთია: მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი 2027 წელს კატარში გაიმართება და ამ ტურნირისთვის მხოლოდ მასპინძლებს აქვთ ადგილი დაჯავშნული. დანარჩენი 31 გუნდი 2025-2027 წლებში…

მეტი...

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

21 აგვისტოს, უეფას ევროპა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრაში თელ-ავივის მაკაბი კიევის დინამოს უმასპინძლებს.  აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი – ბაკურ ნინუა. შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...

ლოკომოტივის მმართველ ბორდს შოთა არველაძე შუერთდა

საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივში 2025 წლის სეზონის მეორე ნახევრის წინ მნიშვნელოვანი სიახლეებია. კლუბში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. კლუბის პრეზიდენტი გიორგი ყიფიანი გახდა. ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე და ამასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იმუშავებს, მათ შორისაა: ინვესტიციების მოზიდვაკლუბის სისტემური განვითარებააკადემიის მუშაობის გაუმჯობესებაფანბაზის შექმნა და გაძლიერება მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ბორდის წევრთა…

მეტი...

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

მაის-ივნისში იმერეთის, სამეგრელოსა და კახეთის სტუმრობის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები რაჭას ესტუმრნენ, სადაც ტრადიციულად საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და მათი თანამშრომლები ამბროლაურსა და ონში ჩავიდნენ, სადაც კალათბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა-მოწყობილობები ჩაიტანეს. აღნიშნულ პროგრამას რეგიონების განვითარების დეპარტამენტი ფიბა-ს სპეციალურ ფონთან თანამშრომლობით…

მეტი...

შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!

თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატი დახურა! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – თორნიკე ვირტუს ბოლონიას შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა და ეს ისე მოახერხა, რომ 3:0 მოგებული ფინალური სერიის ყველა მატჩში ის MVP გახდა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეც გახდა – მისი წილი ბოლონიური გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესია! ბოლო მატჩში, რომელიც ვირტუსმა…

მეტი...

შენგელიას 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და ვირტუსი იტალიის ჩემპიონობას მიუახლოვდა

თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესოა – ქართველმა ფორვარდმა ვირტუს ბოლონიას კიდევ ერთ მატჩში ულიდერა და მოგების მოპოვებაში დაეხმარა. ვირტუსმა ბოლონიაში მეორე მატჩიც მოუგო ბრეშას, ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და იტალიის ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებს.  პირველთან შედარებით, ბოლონიელებმა მეორეში უფრო იოლად იმარჯვეს. მართალია, ბრეშა ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 75:65. თორნიკე ორივე გუნდის…

მეტი...

U21 | საფრანგეთი 3:2 საქართველო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული დრამატული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.  პირველი ტაიმი საფრანგეთმა მატის ტელის პენალტით მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. ვასილიოს გორდეზიანის პასით გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრები საბა საზონოვის გოლით დაწინაურდა, რასაც ფრანგებმა 5 წუთში ჟოან ლეპენანის ზუსტი…

მეტი...