ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალური სერიის მეორე, თბილისში გამართული შეხვედრაც მოუგო სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს და ჩემპიონი გახდა. ქუთაისელებმა 2 დღის წინ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძლაში – 81:77 დაამარცხეს თსსუ, თუმცა მეორე შეხვედრაში, თანაც სტუმრად, უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს – 90:78 (სტატისტიკა). სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა გარდატეხის მოხდენა ვერ…