Leonino-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ლისაბონის “სპორტინგი” მზადაა, ზაფხულში გაუშვას საქართველოს ნაკრების 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი.
პორტუგალიური წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით, “სპორტინგი” მხოლოდ ისეთ შეთავაზებას განიხილავს, რომელიც მეტი იქნება 5,5 მილიონ ევროზე.
სწორედ ამდენი დაუჯდა “სპორტინგს” ქოჩორაშვილის გადაბირება ესპანური “ლევანტედან”. შესაბამისად, კლუბის მიზანია, ამ სატრანსფერო ოპერაციით არ იზარალოს.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია “სპორტინგში”. მისი იჯარით გადაყვანა ცოტა ხნის წინ ყოფილ კლუბს, “ლევანტეს” სურდა, მაგრამ გარიგება არ შედგა.