თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება

მოახლოვდა სანაკრებო მატჩები, თუმცა არ ჩერდება ქალთა ევროტურნირები. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებთან ერთად იმართება ევრობასკეტ 2029-ის წინა-საკვალიფიკაციო თამაშები. სწორედ ამ ტურნირის შეხვედრას მთავარი მსაჯის რანგში მოემსახურება ქართველი არბიტრი, კირილე თვაური, რომელიც ასევე დაკავებული იქნება ამ პერიოდში დაგეგმილ ქალთა ევროტურნირების პლეი ოფის თამაშებზე. 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თვაური მთლიანობაში 3 შეხვედრას მოემსახურება და 2 მათგანში…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2 მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი დანიის ეროვნულ ნაკრებს ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ კი თბილისში დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 27 თებერვალსა და 2 მარტს გაიმართება. ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მარცხით დაიწყო. საქართველომ 27 ნოემბერს შინ უკრაინასთან წააგო, 30-ში კი სტუმრად, ესპანეთთან. მათ გარდა…

მეტი...

ახალი სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი, სტარტს 28 თებერვალს აიღებს. ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 – პირველ მარტს დაიწყება. 6-წლიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას რუსთავი დაუბრუნდა, ხოლო ტყიბულის მეშახტე და სპაერი, უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.  რანგით მეორე ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ სართიჭალის შტურმი და არაგვი დაწინაურდნენ, ხოლო ზუგდიდის ოდიში 1919 და გორი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.

მეტი...

 საქართველოს ნაკრების მეტოქე დანია ლუნდბერგისა და შილდსის გარეშე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უახლოეს თბილისურ მატჩს 2 მარტს ჩაატარებს. მისი მეტოქე დანია იქნება. ამავე გუნდს საქართველო 27 თებერვალს კოპენჰაგენში დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორ მატჩზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ მოგება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო…

მეტი...

გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა

პირველ წრეში 10 მატჩიდან 10-ივე წაგება და მეორე წრეში სამიდან სამივე მოგება. ეს გახლავთ გურჯაანის დელტას მონაგარი, რისი წყალობითაც კახური გუნდი უიმედო აუტსაიდერიდან მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე გუნდად იქცა. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა დელტამ ისევ იმარჯვა და ამჯერად ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდთან. მეორე წრე რაც დაიწყო, გურჯაანელებმა სტუმრად ბათუმი დაამარცხეს, შემდეგ შინ კსუ-კავკასიას სძლიეს, ახლა…

მეტი...

მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის  დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.  მარკის რიდი არის გამოცდილი, 30 წლის კალათბურთელი და ცოტა ხატოვნად რომ ვთქვათ, ის გახლავთ…

მეტი...

იბერიამ მოიგო და ხასიათი გამოიკეთა

მოახლოვებული 2026 წლის საფეხბურთო სეზონისთვის “იბერია 2010” აქტიურად ემზადება. ზედიზედ რამდენიმე ვერ მოგებული შეხვედრის შემდეგ ქალაქელებმა გაამარჯვება მოიპოვეს და ხასიათი გამოიკეთეს. “ვიტ-ჯორჯია 2”-თან გამართული ამხანაგური შეხვედრა “იბერია 2010”-ის გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. “იბერიელებიდან” ტაიმის მიწურულს ასლანიშვილმა გიტანა, მეორე ტაიმში 62-ე და 68-ე წუთზე მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს, 77-ე წუთზე ვეტერინარებმა მატჩის პრესტიჟის გოლი გაქვითეს და…

მეტი...

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

ა” ლიგის მე-5 ტური აუტსაიდერთა მატჩით გაიხსნა. თბილისი არენაზე ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე განლაგებული გუნდები – ვინგსი და თელავის ბურჯი შეხვდნენ. ბურჯმა ტურნირი თელავში ბლექ ფორტრესის ძლევით გახსნა, თუმცა შემდეგ ზედიზედ 3 შეხვედრა დათმო, ვინგსმა,  კი გამარჯვების გემო ჯერ არ იცოდა. და აი, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვინგსი თითქმის ყველა მეტოქეს ებრძოლა,…

მეტი...

შერმადინის 18 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება ბრეოგანთან

გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში მისმა ტენერიფემ ბრეოგანს უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით გამარჯვება იზეიმა – 90:81. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა….

მეტი...

შვიდი ცვლილება “ბორჯღალოსნებში”

15 თებერვლას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ამსტერდამში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ძირითად შემადგენლობაში 7 ცვლილებაა. “9 ნომრის” პოზიციაზე თამაშს დაიწყებს გელა აფრასიძე, რომელიც ერთი კვირის წინ თადარიგში იყო. შუამარბ გიორგი კვესელაძეს ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება, რომელსაც შვეიცარიასთან არ უთამაშია. განაცხადში გამოჩნდა და “ფულბეკად” ითამაშებს დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო ოთარმეტრეველმა გარემარბად გადაინაცვლებს. კვლავ დამწყებთა შორის არიან მგეზავი ლუკამატკავა და გარემარბი აკაკი ტაბუცაძე. შეიცვალა შერკინების…

მეტი...