ერთა ლიგა 2026-2027 | საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

12 თებერვალს, ბრიუსელში, უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან. ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში…

მეტი...

ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა

12 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციების ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი კონგრესს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრის სტატუსით დაესწრო.  ქართულ დელეგაციას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები – ალექსანდრე იაშვილი და ზაზა ზამთარაძე წარმოადგენდნენ.  უეფას კონგრესის ფარგლებში ორგანიზაციის…

მეტი...

დავით მუჯირი და რამაზ სვანაძე ქართული კლუბების მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში აკვირდებიან

სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ანტალიაში იმყოფებიან, სადაც ქართული კლუბების ნაწილი ახალი სეზონისთვის ემზადება. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი რამაზ სვანაძესთან ერთად ქართული კლუბების ამხანაგურ მატჩებს ესწრება. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 21-წლამდე ნაკრების კანდიდატებს აკვირდება. სფფ-ის წარმომადგენლები უკვე დაესწრნენ მეშახტეს, სამგურალის, იბერია 1999-ის, გაგრას,…

მეტი...

ჯგერენაია “იბერიიდან” “ნავბახორში” მიდის?

ჩვენი ინფორმაციით, დიდი შანსია, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა, გიორგი ჯგერენაიამ კარიერა უზბეკეთის სუპერლიგის ბინადარ “ნავბახორში” გააგრძელოს. ის თბილისის “იბერია 1999-თან” ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ხსენებული უზბეკური კლუბიც ემზადება და ჯგერენაიაც, ეტყობა, იქ შენიშნეს. “ნავბახორში” ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორი ფეხბურთელი თამაშობს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მცველი ანრი ჭიჭინაძე(რომელიც აქამდე რუსულ “ორენბურგში” ირჯებოდა) და…

მეტი...

GEO TEAM: ვახტანგ ბედოშვილი საქართველოში ბრუნდება! მისი ახალი გუნდი უკვე ცნობილია

GEO TEAM-ის ინფორმაციით, ვახტანგ ბედოშვილი, რომელსაც რუსეთში კარიერა ვერ აეწყო, საქართველოში ბრუნდება.  22 წლის ფლანგის შემტევი “ნიჟნი ნოვგოროდიდან” ერთწლიანი იჯარით “იბერია 1999-ში” ითამაშებს. იმავე წყაროს ცნობაში ვკითხულობთ, რომ ბედოშვილი საქართველოს ჩემპიონს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა.

მეტი...

“იბერია 2010” ახალგაზრდული გუნდი ლიგა 3-დან

“იბერია 2010”-მა 2025 წელი ტრიუმფალურად ჩაატარა და ლიგა 4-ის გამარჯვებული 1 ტურით ადრე გახდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი წლიდან წლამდე უმატებს. იბერიელებმა 2024 წელს რეგიონალური ლიგის მოგებაც შეძელბს. საინტერესოა ისიც, რომ გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მოთამაშეთა ბირთვი თითქმის უცვლელია. “იბერია 2010” იანვარში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდმა უკვე გამართა 3 ამხანგური შეხვედრა….

მეტი...

“ქეცბაია ჩვენთვის მხოლოდ მწვრთნელი არ იყო…” როცა რაღაც მაინც არ არის საჯარო.

უკვე იცით, რომ რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიამ კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იქაურ მედიასთან ამ თემაზე კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სტელა მარკუმ ილაპარაკა. “გნებავთ განშორება დაარქვით, გნებავთ – დამშვიდობება, ეს მარტივი არასდროს არის. ეს არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება. მიზეზები ცნობილია. ქეცბაია ჩვენი კლუბისთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ მწვრთნელი და მომხდარი არ აკნინებს მის ღვაწლს “ანორთოსისის” წინაშე.  მისი კონტრაქტის…

მეტი...

გრიფინმა თელავში ბურჯს შანსი არ დაუტოვა და “ა” ლიგაში გალიდერდა

“ა” ლიგის მე-4 ტური დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრა თელავში გაიმართა, სადაც ბურჯმა კასპის გრიფინი მიიღო. ორივე გუნდისთვის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თელაველებს სეზონის წინ დიდი ამბიცია ჰქონდათ და 3 ტურის შემდეგ ერთადერთი გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ, გრიფინი კი შარშანდელი ფინალისტია და წელს ღიად აცხადებს, რომ “ა” ლიგის მოგება და სუპერლიგის საგზურის მოპოვება სურს. კასპელებს 3…

მეტი...

ქუთაისმა რუსთავი ზესტაფონში ბოლო პერიოდში გატეხა

სუპერლიგის მე-13 ტური ზესტაფონში გამართული მატჩით დასრულდა, რომელშიც ამ ქალაქის არც ერთი გუნდი არ მონაწილეობდა. ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ამ ქალაქის მოქმედი ჩემპიონი გუნდი თამაშებს ზესტაფონში მასპინძლობს. ქუთაისელთა მორიგი სტუმარი რუსთავი გახლდათ – პირველ წრეში 3 მოგების მომპოვებელი გუნდი, რომელიც მეორე წრის პირველ (მთლიანობაში კი მე-12) ტურში ისვენებდა. რუსთავს მოგებებით წამოეწია რაში,…

მეტი...

[ოფიციალურად] ლუქსემბურგის ნაკრების მცველი “იბერიას” ფეხბურთელი გახდა

ახალი სეზონიდან საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის “იბერია 1999-ის” დაცვის ცენტრს ლუქსემბურგის ნაკრების უკანახაზელი, ვაჰიდ სელიმოვიჩი გაამაგრებს. სელიმოვიჩი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წევრია და 2024 წლის მარტში თბილისშიც იყო ჩამოსული საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის, თუმცა სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია. ლუქსემბურგის ნაკრების მაისურით მას 14 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული. 28 წლის ცენტრალურ მცველს ზურგს სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება…

მეტი...