შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდა. 25 თებერვალს, ბოლონიაში ჩატარებული ევროლიგის მატჩის შემდეგ ბარსელონას ქართველი ლეგიონერი პირდაპირ დანიაში გაემგზავრა და საღამოს 6 საათისთვის უკვე გუნდში იყო. ალეკსანდარ ჯიკიჩმა საღამოს ვარჯიში არ ჩაატარა, კაპიტანს და მოთამაშეებს პრინციპული მატჩის წინ განტვირთვის საშუალება მისცა. უკონტაქტო, ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ორიენტირებული ვარჯიში თამაშის დღეს, დილის 11:30 საათზე გაიმართა, სადაც…