რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან – „ავჭალაზე“
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას, ბორჯღალოსნები ტრადიციული მეტოქის, რუმინეთის წინააღმდეგ 8 მარტს თბილისში, „ავჭალაზე“ გამართავენ. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და გამარჯვებულს, ფინალის საგზურთან ერთად, „ანთიმოზ ივერიელის თასი“ გადაეცემა. საქართველომ ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. მარკო ბორტოლამის გუნდმა სამივე მეტოქეს ბონუსით სძლია – შვეიცარიას (54:3)…