გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს დივიზიონში (NCAA 1) წარმატებით თამაშობს გუგა ნაცვლიშვილი. 21 წლის ქართველი ფორვარდი ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტის გუნდის, ფაითინგ ჰოუქსის ღირსებას იცავს, რომელიც Summit-ის კონფერენციაში ასპარეზობს. ნაცვლიშილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გასულ შეხვედრაშიც ჩრდილოდაკოტელებს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ფაითინგ ჰოუკსმა კონფერენციის მატჩში კანზას სიტის 85:70 სძლია, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა…

მეტი...

სამსაჯო განყოფილების შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

20 თებერვალს, სასტუმრო პულმანში სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ინიციატივით გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.  შეხვედრის ფარგლებში, სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუნეტ ჩაქირმა მედიის წარმომადგენლებისთვის ვორქშოფი გამართა. საუბარი შეეხო თამაშის წესებში შეტანილ ცვლილებებს, VAR-ის მუშაობის პრინციპებს და სხვა მნიშვნელოვან სამსაჯო საკითხებს. შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კომენტატორები ესწრებოდნენ. 

მეტი...

გრიფინმა კონკურენტი ლიბერთი დაამარცხა და “ა” ლიგის ლიდერობა დაიბრუნა

გრიფინმა სიმაღლე აკრიფა და ცაში აიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ კასპელებმა ერთ-ერთი წამყვანი ლეგიონერი და მოთამაშე, გრეგორი ჰამონდი დაკარგეს, გრიფინი მთავარ კონკურენტებს დაერია და თავის ნებაზე ამარცხებს. “ა” ლიგის მეორე წრე, ანუ მე-6 ტური კასპში დაიწყო, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები – გრიფინი და ლიბერთი შეხვდნენ. კიდევ ერთი ლიდერი, ბლექ ფორტრესი, მე-6 ტურის შეხვედრას 21 თებერვალს ჩაატარებს….

მეტი...

ბორჯომის მიზანი ლიგა 3-ში დაბრუნებაა

საქართველოში საფეხბურთო სეზონი მარტში განახლდება. ახალი სეზონისთვის გუნდები აქატიურად ემზადებიან. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი “ბორჯომიც.” როგორც შევიტყვეთ გუნდს სულ მალე ახალი სტადიონი ექნება და ბორჯომელები საშინაო თამაშების მასპინძლობას საკუთარ კედლებში შეძლებენ. გასული სეზონი წითელ-თეთრებისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ დასრულდა. თუმცა, გუნდში დადებითი ძვრები შეინიშნება და 2026 წლის სეზონისთვის მათი მიზანი კვლავ ლიგა 3-ში დაბრუნება იქნება….

მეტი...

რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო

აქტიურად გრძელდება საქართველოს რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-სთან თანამშრომლობით ახორციელებს. 4 წელია, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების პროგრამით მიღებული გრანტით ფედერაცია საქართველოს რეგიონებს ყველა საჭირო საკალათბურთო ინვენტარით ამარაგებს, გასული წლის ბოლოდან კი პროგრამას გოგონებიც შეუერთდნენ.  საქმე ეხება ფიბა-ს კიდევ ერთ პროგრამას, რომელიც მიზნობრივად აფინანსებს იმ პროექტებს, რომელიც ქალთა კალათბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროგრამით…

მეტი...

თბილისში მსაჯთა ზამთრის შეკრება მიმდინარეობს

სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, 16 თებერვლიდან თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა შეკრება მიმდინარეობს. შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები ეცნობიან ბოლო განახლებებს და მონაწილეობენ VAR სიმულაციებში. სემინარს სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუნეიტ ჩაქირი უძღვება. ზამთრის შეკრების ფარგლებში ქართველ მსაჯებს გამოცდილებას უზიარებენ უეფას და ფიფას მსაჯთა ინსტრუქტორი და უეფას მსაჯთა კონვენციის სპეციალისტი ალან სნოდი, ასევე უეფას მსაჯთა…

მეტი...

დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო. მოსამზადებელი პერიოდი 2 ეტაპად იყოფა – პირველი თბილისური ვარჯიშებია, მეორე კი, დანიური შეკრება, სადაც 27 თებერვალს ჩვენი ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 ტურის მატჩს გამართვავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს, თბილისში ჩატარდება. დღეს თბილისი არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ის კანდიდატები შეიკრიბნენ,…

მეტი...

თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება

მოახლოვდა სანაკრებო მატჩები, თუმცა არ ჩერდება ქალთა ევროტურნირები. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებთან ერთად იმართება ევრობასკეტ 2029-ის წინა-საკვალიფიკაციო თამაშები. სწორედ ამ ტურნირის შეხვედრას მთავარი მსაჯის რანგში მოემსახურება ქართველი არბიტრი, კირილე თვაური, რომელიც ასევე დაკავებული იქნება ამ პერიოდში დაგეგმილ ქალთა ევროტურნირების პლეი ოფის თამაშებზე. 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თვაური მთლიანობაში 3 შეხვედრას მოემსახურება და 2 მათგანში…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2 მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი დანიის ეროვნულ ნაკრებს ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ კი თბილისში დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 27 თებერვალსა და 2 მარტს გაიმართება. ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მარცხით დაიწყო. საქართველომ 27 ნოემბერს შინ უკრაინასთან წააგო, 30-ში კი სტუმრად, ესპანეთთან. მათ გარდა…

მეტი...

ახალი სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი, სტარტს 28 თებერვალს აიღებს. ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 – პირველ მარტს დაიწყება. 6-წლიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას რუსთავი დაუბრუნდა, ხოლო ტყიბულის მეშახტე და სპაერი, უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.  რანგით მეორე ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ სართიჭალის შტურმი და არაგვი დაწინაურდნენ, ხოლო ზუგდიდის ოდიში 1919 და გორი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.

მეტი...