თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპელრიგის 5 მოთამაშე დაამატა
დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების პირველი ეტაპი, რაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის წამოიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის გენერალური შეკრება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 23 თებერვალს დაიწყება, მანამდე კი, 17-21 თებერვალს თბილისში სუპერლიგის 15 მოთამაშისგან შემდგარი შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც 5 კალათბურთელის გამოვლენა იყო, რომლებიც ლეგიონერებს დანიაში შეუერთდებოდნენ….